reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ემზადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:39
ინტერვიუ
ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ემზადება
ავტორი:
20 ივლისი, 2015. 17:16



რა პრობლემები არსებობს რუსეთ-საქართველოს შორის, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და როგორ უნდა იმოქმედოს ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლებამ, ამ და სხვა თემებზე „რეპორტიორს"„სახალხო კრების" წევრი ირაკლი ბათიაშვილი ესაუბრა:


- „ნაციონალები" ცდილობენ, გამოიყენონ ნებისმიერი სიტუაცია, მათ შორის ეს ბანერის აღმართვა იქნება, მცოცავი ანექსია თუ სხვა რამ. ისინი ამ ყველაფერს იყენებენ სიტუაციის გამწვავებისა და დაძაბულობის ესკალაციისათვის. თორემ, ფეხებზე ჰკიდიათ მათ მცოცავი ანექსიაც და გლდანში აფეთქებული კორპუსიც.


მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები სერიოზულად ემზადებიან, რათა უახლოეს მომავალში მოაწყონ დესტაბილიზაცია საქართველოში. ამისათვის მიმდინარეობს სერიოზული მზადება. მთავარ როლს ითამაშებს მათი დიდი ფინანსური რესურსი, სერიოზული საყრდენები შსს-ში და ზოგადად, ძალოვან სტრუქტურებში, მოსახლეობის მზარდი სკეპტიციზმი დღევანდელი ხელისუფლებისადმი და „რუსთავი 2". ასევე, მათ ჰყავთ შეიარაღებული ჯგუფები, ანუ დამრტყმელი ორგანიზებული ჯგუფები. ეს ჯგუფები არიან საქართველოშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ისინი არიან ქართველებიც და უცხოელებიც. მათი საქართველოში შემოსვლა არანაირი პრობლემა არ იქნება. საუბარია სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ მომზადებულ და ბრძოლაგამოვლილ ჯგუფებზე. ჩვენი ხელისუფლება და სათანადო სტრუქტურები ადეკვატურად არ აღიქვამენ მოსალოდნელ საფრთხეს. ამან შეიძლება მიგვიყვანოს საკმაოდ ტრაგიკულ პროცესებამდე. თუ ხელისუფლება დროზე არ გამოფხიზლდა, ძალიან ცუდ პროცესებამდე მივალთ. ეს დესტრუქციული ძალები, რა თქმა უნდა, ძალადობის გზით მობრუნებას შეეცდებიან, რადგან სხვა გზა და შანსი მათ არ აქვთ. ამ შემთხვევაში კი, უამრავი ადამიანი აიღებს ხელში იარაღს მათ წინააღმდეგ და საქმე მივა სისხლისღვრამდე.


- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად?


- ხელისუფლება ვალდებულია ცოტა გამოფხიზლდეს, პროცესებს შეხედოს ადეკვატურად, გააკეთოს ყველაფერი, იმოქმედოს უფრო თამამად, მიიღოს ყველა პრევენციული ზომა, რათა საქმე აქამდე არ მივიდეს. მე გაფრთხილების სხვა საშუალება არ მაქვს და ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ვამბობ.


- საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართა. როგორ ფიქრობთ, რა გზებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად?


- ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის მორიგი პროვოკაცია და თავხედური, აგრესიული ნაბიჯი. მაგრამ სწორედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელი და გადაუდებელია სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება მოსკოვთან. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მოლაპარაკებების ის ჩარჩო, რომელიც დღესდღეობით არსებობს, საკმარისი არ არის. საქართველოს სჭირდება მოლაპარაკებების დაწყება მისთვის ყველაზე მტკივნეულ, პოლიტიკურ საკითხებზე.


თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში არსებობს ორი გზა, როცა საქმე გაქვს დიდ პრობლემებთან რომელიმე სახელმწიფოსთან მიმართებაში ან დიდ გამოწვევასთან: ძალისმიერი მოგვარებისა და მოლაპარაკებების გზა. მესამე გზა ბუნებაში არ არსებობს. მესამეა პრობლემის იგნორირება. რაც შეგვეხება ჩვენ, უნდა დავუსვათ კითხვა ჩვენს თავს, რა გზა გვაქვს ამ შემთხვევაში, რა ალტერნატივა. შეგვიძლია, ჩვენ ძალისმიერად მოვაგვაროთ ეს პრობლემა? გვაქვს ომის წარმოების თავი? მე ცოტა ეჭვი მეპარება ამაში. მეორე გზა არის სერიოზული მოლაპარაკება. მესამე, პრობლემების იგნორირება და უბრალოდ მყვირალა განცხადებების გაკეთება, ეს ყველაზე მარტივია. იგნორირება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. როცა ამხელა პრობლემები გაწევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის სახით, როდესაც ეს საფრთხეები მოიწევს და შენ ამას იგნორირებას უკეთებ, ეს სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

 

- ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე რა აზრის ხართ?


- ამ ვიზიტმა საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკოსებში. მაინტერესებს, რა შუაშია ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ბანერის აღმართვასთან? ამ ორი რამის დაკავშირება არის ან სიბრიყვის, ან დიდი დემაგოგიის შედეგი. მხოლოდ ძალიან ბრიყვმა შეიძლება იფიქროს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ერთხელ ჩასვლით უნდა გადაწყვეტილიყო ყველა ჩვენი პრობლემა რუსეთთან მიმართებაში. ნინო ბურჯანაძის ჩასვლა, ეს არის მცდელობა, რომ ელემენტარულად გზა გაუკვალოს ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული მოლაპარაკებებისაკენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016