ხვალ რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხვალ რიჰარდ ვაგნერის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის, სიმფონიური ორკესტრის წამყვანი სოლისტები ირინე რატიანი, კახაბერ თეთვაძე და ნიკოლოზ ლაგვილავა, ასევე, მოწვეული სოლისტები რამაზ ჩიკვილაძე(ბანი) და ნუგზარ გამგებელი (ტენორი).
კონცერტი ფესტივალის "თბილისი 2013 - თანამედროვე მუსიკის საღამოები" ფარგლებში იმართება.
ფესტივალი სისტმატურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ისრაელი, საფრანგეთი) . წელს ფესტივალი ხუთი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - რიჰარდ ვაგნერი-200; ჯუზეპე ვერდი-200; კარლჰაინც შტოკჰაუზენი- 85; დიერდ ლიგეტი-90; ანდრეი ვოლკონსკი-80.