reportiori.ge - „ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს იტალიურ მაფიას“ - ირმა ინაშვილი ქართული პოლიტიკის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:18
საზოგადოება
„ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს იტალიურ მაფიას“ - ირმა ინაშვილი ქართული პოლიტიკის შესახებ
20 ივლისი, 2015. 16:00




„მე დღესაც ჟურნალისტი ვარ - არამარტო პროფესიით, არამედ სულითაც ჟურნალისტი ვარ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ პოლიტიკურ არენაზე აქტიურობაა საჭირო, აღმოვჩნდი პოლიტიკაში." - ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."



„ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ამის მერე რამე არსებითად შეიცვალა, იმიტომ, რომ მე არ ვარ კლასიკური ტიპის პოლიტიკოსი - მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, უნდა იყოს გულწრფელი, უნდა იყოს ის, ვინც სინამდვილეშია, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ელაპარაკება ხალხს და ხალხს უნდა ესმოდეს შენი ენა. ხალხს ესმის ჩემი, მე ეს მიხარია და რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები - პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში.

 

 

ვთვლი, რომ პოლიტიკაში სულ ვიყავი, იმიტომ, რომ როგორც ჟურნალისტი, სულ ვაშუქებდი პოლიტიკურ თემებს. არაერთი პოლიტიკოსი შევქმენით ჟურნალისტებმა - მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, გავუშვით ხელისუფლებიდან და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. ჩემთვის არსებითად არაფერი შეცვლილა, იმიტომ, რომ ვინც ვიყავი, ისევ ის ვარ, რაც მომწონდა, ან არ მომწონდა დღესაც იგივე მომწონს, ან არ მომწონს.

 

 

მგონია, რომ ზოგადად პოლიტიკოსების ახალი სტანდარტი უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც საქართველოში მუდმივად ხელს უშლიან - როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური მარადმწვანე პარტიები, ამიტომაა, ახალი სახეები რომ არ მოდიან პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკა არ არის ის, რაც არის კლასიკური გაგებით ევროპული პოლიტიკა. ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს იტალიურ მაფიას, სადაც ყველაფერი მოსულა, ყველაფერი შეიძლება - პოლიტიკოსი მოსპო, შავი პიარი გამოიყენო, გაანადგურო. ამ წნეხს გაურბის ახალგაზრდობა.

 

 

დღეს ასეთი აზრია დამკვიდრებული - პოლიტიკოსია? ე.ი. იტყუება. პარტიის გენერალური მდივანია? - ე.ი. ამას მარტო ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. პოლიტიკოსი და პოლიტიკა ხალხისთვის უნდა იყოს. ხალხს უნდა ესაუბრო გასაგები ენით, უნდა დაიცვა ხალხის ინტერესი... რამდენი პოლიტიკოსი გვყავს, რომ გამოდიან და მათი ლექსიკა საერთოდ არ გვესმის. მარტო უბრალო ადამიანებს კი არა, იმათაც კი, ვინც მათ მოსმენაში გამოცდილები ვართ.

 

 

პოლიტიკოსი უნდა იყოს ღია ნებისმიერი კითხვისთვის, თუმცა ვერ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება და ყველაფერი უნდა მოითმინოს. კი, უნდა მოითმინო კრიტიკა, შეურაცხყოფა, მაგრამ დედის გინება არ უნდა მოითმინო და თუ საჭიროა, როცა ამის დრო მოვა, უნდა უპასუხო შესაბამისად და დაიხ, როცა არ ვიქნები პოლიტიკაში, ყველას თავ-ყბას დავუნგრევ, ვინც მე დედას მაგინებდა! დღეს მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი და არ შემიძლია, ყველას დავუარო და თავ-ყბა დავუნგრიო - ვინც მე დედას მაგინებს, რადგან არ არის ეს პოლიტიკური კულტურის გამომხატველი, მაგრამ არც ისაა კულტურა, პოლიტიკოსს რომ დედას აგინებ."- ამბობს ირმა ინაშვილი.

 

 

 

 

 

ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:

 

http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016