reportiori.ge - „როცა დაბომბვები იწყებოდა, თოლიები სანაპიროს ტოვებდნენ და ზღვა იყო ცარიელი...“- ირმა ინაშვილის ომისდროინდელი მოგონებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
საზოგადოება
„როცა დაბომბვები იწყებოდა, თოლიები სანაპიროს ტოვებდნენ და ზღვა იყო ცარიელი...“- ირმა ინაშვილის ომისდროინდელი მოგონებები
20 ივლისი, 2015. 17:40


 

„აფხაზეთის ომში მარტო საომარ მოქმედებებს არ ვაშუქებდი. მაშინ 20-21 წლის ვიყავი. ვცდილობდი, ომი სხვა კუთხით მეჩვენებინა." - ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."



„სოხუმში, როცა დაბომბვები იწყებოდა, თოლიები სანაპიროს ტოვებდნენ და ზღვა იყო ცარიელი. სულ მიკვირდა, რატომ ქრებოდა ამდენი თოლია ერთად. მერე დავაკვირდი, რომ დაბომბვა როცა იწყებოდა, ძაღლებიც აღარ ჩანდნენ. ერთ დღეს, როცა დაბომბვა არ იყო, მე და ჩემი ოპერატორი ზღვის ნაპირზე ვსეირნობდით,  მოხუცმა ვეტერინარმა გამოიარა. გამოგველაპარაკა და ვკითხე, რატომ ხდებოდა ასეთი რამ... მან გვითხრა, როცა დაბომბვა იწყება, ძაღლების უმეტესობა ინფარქტისგან კვდება, ხოლო თოლიებს ეშინიათ სროლის ხმის, ნაპირს ტოვებენ და ამის გამო პირდაპირ კვდებიან და ზღვაში ან მიწაზე ეცემიანო. ვცდილობდი სულ ასეთი დეტალები დამეჭირა... ეს ყველაფერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" არქივში ინახება."-იხსენებს ინაშვილი.


 

 

ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:

 

http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016