„პატრიოტიზმია, როცა იქცევი, სუნთქავ, საუბრობ ისე, რომ შენი სამშობლოს სიყვარულით ხარ გაჟღენთილი. პატრიოტიზმია, როცა შენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლები გიყვარს, რომლებიც თავს შენივე ქვეყნის, საქართველოს პატრიოტებად მოიაზრებენ. პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვის უნარია."- ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."
„თქვენ რომ მკითხეთ კადრებზე - გარისკავდით თუ არაო, მე ეჭვიც არ მეპარება, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილზე, ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდით და თქვენც იმავეს გააკეთებდით, ანუ მარტო მე არ ვარ ასეთი. პატრიოტიზმია, როცა ყველანაირ კომფორტსა და სიკეთეზე უარს ამბობ და სამშობლოს აყენებ მაღლა. ესაა პატრიოტიზმი და კიდევ ბევრი რამ."-ამბობს ინაშვილი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462