reportiori.ge - ირმა ინაშვილი: დრო მოვა და ყველას თავ-ყბას დავუნგრევ, ვინც მე დედას მაგინებდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
საზოგადოება
ირმა ინაშვილი: დრო მოვა და ყველას თავ-ყბას დავუნგრევ, ვინც მე დედას მაგინებდა!
20 ივლისი, 2015. 17:30



 

„მე მგონია, რომ  უფრო მაგინებენ, ხუმრობენ - ნაკლებად. ისე, ხუმრობები რომ იქმნება, ეს არ არის ცუდი, პირიქით, კარგია. ე.ი. პოპულარული ხარო, ასე მამშვიდებენ,"- ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."

 

 

„პოლიტიკოსი ხარ და თმენის ვალდებულება გაქვსო, მეუბნებიან და კიდევ ერთხელ ვამბობ - თმენის ვალდებულებას ყველაფერთან მიმართებაში გამოვიჩენ, არ არის პრობლემა, მაგრამ მიუღებელია ჩემთვის დედის გინება საჯარო სივრცეში და ყველას გიმახსოვრებთ!

 

 

კი, უნდა მოითმინო კრიტიკა, შეურაცხყოფა, მაგრამ დედის გინება არ უნდა მოითმინო და თუ საჭიროა, როცა ამის დრო მოვა, უნდა უპასუხო შესაბამისად და დიახ, როცა არ ვიქნები პოლიტიკაში, ყველას თავ-ყბას დავუნგრევ, ვინც მე დედას მაგინებდა! დღეს მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი და არ შემიძლია, ყველას დავუარო და თავ-ყბა დავუნგრიო - ვინც მე დედას მაგინებს, რადგან არ არის ეს პოლიტიკური კულტურის გამომხატველი, ყველა გინებას ვაკოპირებ, ყველას გვარი, სახელი და ფოტო მაქვს შენახული, ვინც მე დედას მაგინებს და დრო მოვა, როცა არ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი და მერე ყველას სათითაოდ დაგივლით. სამარცხვინო იცით რა არის? კაცები იქცევიან ასე... არ ვიცი, რა დეგრადაცია ხდება. მაგინეთ ჩხუბში, გამაკრიტიკეთ, მომეცით შენიშვნები, არ მოგწონვართ? კი ბატონო, დამიწუნეთ გარეგნობაც, მეტყველებაც, ტანიც, ფეხიც, ცხვირიც, მითუმეტეს, ცხვირთან დააკავშირებით მიზეზიც გაქვთ, მაგრამ დედის გინებაზე ყველამ უნდა შეიკავოთ თავი და მამაკაცები მაინც უნდა ამაღლდეთ ამაზე."-  ამბობს ინაშვილი.


 



ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:

 

 

http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016