„ირმა ინაშვილი არაფრით განსხვავდება სხვა ქართველებისგან. ირმა ინაშვილი ის ადამიანია, რომელსაც აღმოაჩნდა ნებისყოფა, არ შეცვლილიყო ამ წლების განმავლობაში. ადამიანები თვალსა და ხელს შუა იცვლებიან."- ამბობს „პატრიოტრთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით..."
„მეუბნებიან, რომ არ ვარ შეცვლილი. ეს მახარებს და ვთვლი, რომ არავისგან არაფრით არ ვარ განსხვავებული. მე ვხედავ ჩემს ირგვლვ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებითაც აღტაცებული ვარ და გამოვხატავ ჩემს აღტაცებას. დღეს რომ მეუბნებიან, მაგარი ჟურნალისტი იყავი და მაგარ რამეებს აკეთებდიო, მიკვირს, იმიტომ, რომ ისეთ მაგარ რამეებს აკეთებდნენ სხვები, რომ მე იმათით ვიყავი აღტაცებული.
ჩემს თავზე არ მაქვს გაზვიადებული წარმოდგენები და შორიდან ვუყურებ ჩემს თავს. წნეხში ვატარებ, ამპარტავნობამ რომ არ მძლიოს და არ ვიფიქრო - რა დიადი ვარ. ამიტომ ვერიდები მაქებარ ადამიანებს, იმიტომ რომ ქებას რომ გიწყებენ, განგრევენ, კარგავ რეალობის აღქმას, იჯერებ რომ მაგარი ხარ და იწყებ უკუსვლას."-ამბობს ინაშვილი.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია:
http://reportiori.ge/?menuid=75&id=72462