მღვდელი ტარიელ სიკინჭილაშვილი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მემორიალთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ელის, ეკლესიას აშენებს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ილია მართლის ეკლესიის წინაღვარმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის მემორიალთან ღობე მოარღვია, ხეები ამოძირკვა და ობელისკამდე მისასვლელი ფილაქნები მოანგრია.
მან ადგილობრივ ხელისუფლებას წერილით მიმართა, რომ იქ არსებული მიწის ნაკვეთი მფლობელობაში გადაეცეს.
"დავწერე წერილი, ერთი თვეა მიტანილი გვაქვს, მაგრამ რა ვუყოთ ახლა? მერე რა, რომ ვერ გააკეთეს და თანხმობა დღეს არ მაქვს, ხვალ მექნება, ზეგ მენება", - ეუბნება იგი "რუსთავი 2"-ს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ობელისკს მომავალ კვირას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
მცხეთის მაჟორატირმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ადგილი ხელუხლებელი უნდა დარჩეს.
"აბსოლუტურად გასაგებია მამა ტარიელის პოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ცოდვა სწორედ ამ ადგილას ლოცვით უნდა გამოვისყიდოთ, მაგრამ მიუღებელია ყოველგვარი ნებართვის გარეშე მშენებლობის წამოწყება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს შესაბამის სტრუქტურებთან და უპირველეს ყოვლისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/48031/
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)