reportiori.ge - GEM FEST- წლის ფესტივალი ანაკლიაში სტარტს იღებს... (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:18
საზოგადოება
GEM FEST- წლის ფესტივალი ანაკლიაში სტარტს იღებს... (ფოტორეპორტაჟი)
21 ივლისი, 2015. 02:34


 

„დავიწყოთ სულ თავიდან. GEM FEST - ის შექმნისას გვინდოდა, მასში რაც შეიძლება მეტი შინაარსი და პოტენციური შესაძლებლობები ჩაგვედო, ამიტომაც გრძელ და მარტივ სახელწოდებაში - Georgian Electronic Music Festival იმალება 'gem' - ძვირფასი ქვა, რომელიც გამოერია მთის შეუმჩნეველ ქანში...

GEM Fest- ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი. სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი - ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შეძახილს: 'ბრწყინვალეა!' დაიმსახურებს."- პირველი, რაც GEM FEST-ის საიტზე შესვლისას თვალში გხვდება დახასიათების ეს ნაწილია. ალბათ თუნდაც 3 წლის წინაც კი წარმოუდგენელი იყო ანაკლიაში, საქართველოს ულამაზეს ნაწილში, რომ ოდესმე მსოფლიო დონის, უმაღლესი ხარისხის მუსიკალური ფესტივალი გაიმართებოდა. ფესტივალი ასთი ჰედლაინერებით- არმინ ვან ბიურენი, დიჯეი ლუჩიანო, პეტრე ინსპირესკუ, ელენ ელიენი და სხვები... ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის და არამარტო, ასეთ ფესტივალზე მოხვედრა მართლაც წარმოუდგენლად სასიხარულოა.


ივლისის ბოლოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი- GEM FEST-ი  აიღებს სტარტს. GEM FEST -ი 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე შავი ზღვის სანაპიროზე ცნობილ არტისტებსა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მოუყრის თავს


მულტფუნქციურ ფესტივალზე მსოფლიო დონის ყველაზე მოთხოვნად არსტისტებთან ქართველი DJ-ები და რეჟისორებიც გამოვლენ. ინოვაცია კომპანია „ეპიკური ქვის" დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ წელს პირველად დაამკვიდრა.

სხვადასხვა სცენებს შორის წარმოდგენილი იქნება „ქართული სცენაც," დამსვენებელი უცხოელი და ქართველი DJ-ების ერთობლივ ტანდემს მოუსმენს.  ნინო ქათამაძე ფესტივალის ერთ-ერთი განსაკუთრებული სტუმარია, რომელიც იმ მსმენელთა გემოვნებას დააკმაყოფილებს, ვისაც ელექტრონული მუსიკის გარდა განსაკუთრებული სახის ხელოვნება მოსწონს.


GEM FEST-ი გართობის გარდა ქველმოქმედებისა და შემეცნებითი სახის ფუნქციებსაც ითავსებს. გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალზე გაყიდული ყველა ბილეთიდან, ერთი ლარი „სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება, რომელიც თავის მხრივ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მუშაობს და მათთვის დაფინანსების მოძიებითაა დაკავებული. ამას გარდა, კომპანია „ეპიკური ქვის" ეგიდით გამართული სხვა ნებისმიერი ღონისძიებიდან მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

 

„GEM FEST-ს აქვს საქველმოქმედო მისია. ყველა გაყიდული ბილეთიდან ერთი ლარი „სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება. ფონდის ხელმძღვანელის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ერთი ლარი არის ყველაზე მაღალი მარჟა, რომელიც დააწესა კერძო კომპანიამ თავისი ინიციატივით.

 

კომპანია „ეპიკური ქვა", რომელიც GEM FEST-ს  წარმოგვიდგენს, მის მიერ გაკეთებული ყველა ღონისძიებიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გამართავს, ონკო პაციენტებისთვის ერთ ლარს გაიღებს."- განაცხადა გიორგი სიგუამ „რეპორტიორთან" საუბარში.  



ფესტივალის ფარგლებში ქართველ რეჟისორებს ეძლევათ საშუალება GEM FEST-ის ფარგლებში მოწყობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მონაწილეები გახდნენ. ერთ-ერთი სცენა საზაფხულო კნოთეატრად გადაკეთდა, სადაც ქართველი რეჟისორები საკუთარ ნამუშევრებს დამსვენებლებს გააცნობენ.



„სწორედ ეს არის პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეთ. ერთ-ერთი სცენა გადავაკეთეთ საზაფხულო კინოთეატრად, სადაც ქართველ რეჟისორებს საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების გაშუქება შეეძლებათ. ჯემი ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლებას დააფინანსებს."- განაცხადა სიგუამ და წინა წელს, კაზანტიპის ფესტივალზე პროდუქტებზე არსებული ფასების შესახებაც გვესაუბრა. როგორც გიორგი სიგუამრეპორტიორთან" აღნიშნა, კომპანია კერძო პირებს იჯარის თანხას პრაქტიკულად არ ართმევს, თუმცა განსაზღვრულია ფასების ზედა ზღვარი, რაც კერძო პირმა აუცილებლად უნდა დაიცვას.



„ჩვენ ვუსვავთ პირობას ბარებს, რომ თუ უნდათ GEM FEST-ზე  შემოსვლა, პრაქტიკულად არ ვართმევთ იჯარის თანხას, თუმცა ვითხოვთ, რომ ფასები არ ასცდეს გარკვეულ ზღვარს. ფასები იქნება ისეთივე, როგორც მაგალითად გლდანის რომელიმე კაფეში.  ასე, რომ ველოდებით ყველა მსურველს, სპეციალურად დამონტაჟებულ მთავარ სცენაზე მოეწყობა დიდი ფოიერვერკები."- განაცხადა სიგუამ.


მუსიკალური ფესტივალის საქველმოქმედო და შემეცნებითი პროექტების ჩამონათვალს შორის ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანებისთვის გამოფენის გამართვაც გეგმება.  ხარისხიანი მუსიკის ფონზე, GEM FEST-ის მონაწილეები ხარისხიან კინემატოგრაფიასთან ერთად, ახალგაზრდების ფერწერულ ნამუშევრებსაც გაეცნობიან.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებსაც საკუთარი ნამუშევრების გამოფენის მოსაწყობად ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ, GEM FEST-ი კუთხეს დაუთმობს და სხვადასხვა სკულპტურებს, ფერწერულ ნამუშევრებს ულამაზეს ზღვის ნაპირზე უმსაპინძლებს.


წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც დამსვენებლები კარვების ქალაქის არაკომფორტულ გარემოზე საუბრობდა, წელს გიოგრი სიგუამ კარვებისთვის სპეციალური, ხელოვნური დაჩრდილვა გააკეთა. მოწყობილია ახალი საპირფარეშოები.


მედიის წარმომადგენლებისთვის კი სპეციალურად აღჭურვილი, კომფორტული მედია-ცენტრი აშენდება.



GEM FEST-ის პრომოუტერის ტატო ხარჩილავას განცხადებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამართულ ძალიან ცოტა ფესტივალზე თუ ნახავთ ასეთი ცნობილი და მოთხოვნადი ჰედლაინერების ერთად გამოსვლას.


„GEM FEST-ი კაზანტიპისგან კონცეპტუალურად ძალიან განსხვავდება. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, ფასები რეალურია და განსაზღვრულია ზედა ზღვარი. ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება.

მუსიკალურ პროგრამას რაც შეეხება, კაზანტიპზე მსგავსი არტისტები, მსგავსი მუსიკა და  ერთად ამდენი ჰედალინერი არასდროს ყოფილა.

წელს GEM FEST-ზე იქნებიან ევროპის მასშტაბით ყველაზე აქტუალური და გამორჩეული ჰედლაინერები. ჩამონათვალი საკმაოდ მსუყეა, ესენია არმინ ვან ბიურენი, დიჯეი ლუჩიანო, პეტრე ინსპირესკუ, ელენ ელიენი და სხვები.

 

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს ფესტივალზე ვიზუალურ მხარეს. გამოყენებული იქნება, როგორც 3D, ასევე 2D პროექციები. პროექტის ვიზუალი იქნება ძალიან ეფექტური და დასამახსოვრებელი.

 

ინოვაციის ელემენტები არის ის, რომ ასეთი არტისტები ართად არც ერთ ფესტივალზე არ ყოფილან და ეს ყველაფერი საქართველოში, ანაკლიაში მოხდება."- განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში ტატო ხარჩილავამ.



 





 

 

 

 

 

 


 


 


 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016