საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე მამუკა ივანიაძის დაკითხვის ვიდეომასალის გავრცელების გამო, გამოძიებას პასუხს სთხოვს.
„ვიდეოკადრები, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაღებული, დამონტაჟებულია. პროკურორ გიორგი დავითაშვილს კამერა ფარულად ჰქონდა დამაგრებული და იღებდა, მამუკა ივანიაძემ კი ამის შესახებ არ იცოდა," - აცხადებს კოჟორიძე.
"საიას" ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს ნებართვის გარეშე, პროკურორს ფარული ვიდეოჩანაწერის გაკეთების უფლებას საქართველოს კანონმდებლობა არ აძლევს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ ჩვენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა, გუშინ კი მთავარმა პროკურატურამ ბრალდებები უარყო და ივანიაძის დაკითხვის ვიდეომასალა გაავრცელა.