reportiori.ge - „მეოთხე ნარკოზი რთულად გადაიტანა, ხუმრობა ხომ არ არის 10 დღეში 4 ოპერაცია?!“ - როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:08
ინტერვიუ
„მეოთხე ნარკოზი რთულად გადაიტანა, ხუმრობა ხომ არ არის 10 დღეში 4 ოპერაცია?!“ - როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ავტორი:
22 ივლისი, 2015. 10:34


მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი ვენის პრივატკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის. თუ როგორ გრძნობს ამჟამად თავს, მკურნალობის რა კურსი უტარდება, ამაზე მისი და - თაკო ჩარკვიანი გვესაუბრება. ის ორი დღის წინ ვენიდან დაბრუნდა.


- გაკეთდა 4 ოპერაცია, - ერთი 5-საათიანი იყო, სამი სამსაათ-ნახევრიანი, ცხადია, ყველა ნარკოზით. საოცარი რამ ჩაატარეს - პირველი ოპერაციის შემდეგ ძვლის ტვინში აპარატზე მიმაგრებული ინფექციის გამომწოვი დრენაჟით შევიდნენ, რითაც ხდება ზოგადად ძვლის ინფექციის წმენდა. პირველივე ოპერაციის შემდეგ გვითხრეს, რომ ფეხის ამპუტაციის შანსი მინიმუმზე დავიდა და ფეხი დაკარგვას გადაურჩა. თუმცა მეტს ვერაფერს ამბობენ იმიტომ, რომ ხანგრძლივი პროცესია. როგორც გაირკვა, ოსტეომიელიტის მკურნალობა ურთულესი რამ ყოფილა.


- ე.ი. ამჟამად ყველაფერი სასიკეთოდ არის?


- გვეუბნებიან, რომ კარგად მიდის პროცესი, თუმცა ბოლო ოპერაცია (მე უკვე აღარ ვიყავი იქ, გამოვფრინდი, სამი ოპერაცია კი ჩემს იქ ყოფნაში ჩატარდა) ცოტა გაუჭირდა. მეოთხე ნარკოზი რთულად გადაიტანა. ხუმრობა ხომ არ არის 10 დღეში 4 ოპერაცია?! ექიმი გახლავთ სოსო ნანობაშვილი, უბრწყინვალესი ადამიანი და სპეციალისტი, კვალიფიციური მიკროქირურგია. ასევე არიან გერმანელი ქირურგები. ჩატარებული პროცედურების შემდეგ კმაყოფილები არიან იმ თვალსაზრისით, რომ მინიმუმზე დავიდა რისკები.


ამბობენ, რომ თითქოს ქსოვილიც წამოვიდა, რაც იმედის მომცემია, რომ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, თუმცა მათი ჩვევაც არის, არაფერს ბოლომდე არ გეუბნებიან. მოკლედ, მიდის ბრძოლა და ვნახოთ, ფაქტობრივად, ყველაფერი ორ კვირაში გაირკვევა... ვინაიდან მეოთხე ოპერაცია ძალიან გაუჭირდა, ამიტომ შეიძლება ერთი ხუთი დღე მაინც დაასვენონ.


- უნდა გაგრძელდეს ეს პროცედურები?


- კი, კიდევ ორი მაინც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ პირველი ოპერაციის შემდეგ თქვეს, შეიძლება ნატურალისტურად კი გამომდის, მაგრამ ექიმის სიტყვებს ვიმეორებ, პინცეტს რომ ვიყენებდით, პირველივე გახსნაზე, ძვალი მოგვყვებოდა, ისეთი მდგომარეობა იყოო. ახლა იმედიანად არიან, თვითონაც ცოტა ბრძოლისუნარიანი გახდა, დილას რომ გაიღვიძა და ნახა, ფეხი ადგილზე ჰქონდა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ დღეებში გვერდით დაგვიდგა. მომღერლებიდან დაწყებული, ჟურნალისტებითა და პრემიერ-მინისტრის სამსახურით დამთავრებული. „რუსთავი 2", ნანუკა ჟორჟოლიანი, პრემიერის კანცელარია - ყველა მამუკას გარშემო გაერთიანდა და მისი უცხოეთში გადაყვანა მოხერხდა. რომ ჩავედით, ფაქტობრივად, საათები წყვეტდა ყველაფერს, უმძიმესი მდგომარეობა იყო.


- ეს ინფექცია იმ ოპერაციამ გამოიწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში ფეხზე გაუკეთდა?


- ასე ზუსტად ვერ ვიტყვი. ადრე რამდენიმე წლის წინ ფეხი მოიტეხა და როგორც ჩანს, ეს ინფექცია მაშინ ჩადგმულმა რკინამ გამოიწვია. ბოლო დროს აწუხებდა ფეხი, სიცხეებიც ჰქონდა, შემდეგ ხერხემალში გადავიდა ინფექცია და ერთი წლის წინ ოპერაცია ორი დრენაჟით დასჭირდა, რომელიც თბილისში ბრწყინვალედ გააკეთეს, მაგრამ მოგვიანებით, იმ ფეხის ოპერაცია გახდა აუცილებელი და რკინა ამოიღეს.


- რთული მდგომარეობა იყო?


- რკინასთან ოთხივე წერტილში ქსოვილები შეუხორცებელი იყო. ამან კი. რომ იტყვიან, ინფექცია „ააყვავა". ეს ყველაფერი, ხომ გითხარით, 40 სიცხის ფონზე მიდიოდა. ძალიან მძიმე ვითარება იყო. იმ პერიოდში არავის მოუკითხავს...


მერე კი უკვე მომღერლებმა თქვეს, მოდი, მარათონი მოვაწყოთო, რაშიც „რუსთავი 2" და ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაერთვნენ. ამისთვის დღეც იყო დანიშნული, მაგრამ პრემიერის სრულმა დაფინანსებამ მოგვისწრო და შესაბამისად, მარათონისთვის მზადება შეჩერდა. თვითმიზანი კი არ იყო ეს? თანხა მამუკას უცხოეთში გასაყვანად გვჭირდებოდა, რადგანაც ის უკვე იყო, მარათონით ხალხის შეწუხება აღარ გახდა საჭირო. ეს უპირველესად მამუკას სურვილიც იყო, ტყუილად ნურავის შევაწუხებთო.


- მოკლედ, აქაური ექიმების ინფორმაციით, ის ფეხს კარგავდა, ხომ?

 

- ამის გარდა, გვითხრეს, ისეთი ინფექციაა, რომ ამპუტაციაც კი არ მოგვცემს სრულ შედეგსო. შეიძლება ამპუტაცია გააკეთო, მაგრამ ინფექცია მომავალში თავს სად იჩენს, არავინ იცისო.


- და ბრძოლა ორგანიზმის გადასარჩენად უცხოეთში გლობალურად დაიწყო.


- დიახ... ამპუტაცია ტრაგიკული რამ არის, მაგრამ ზოგადად ადამიანის სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი. სხეულს რამდენ ნაწილს მოჭრი?! ერთ მშვენიერ დღეს ის ინფექცია ორგანიზმში რა უბანს დაეტაკებოდა, არავინ იცოდა.

 

- მოკლედ, თვითონ იმედიანად არის?


- დეპრესიული იყო და ახლა ცოტა ხასიათზე მოვიდა, უფრო მონდომებულია და ექიმებს თავადაც ეხმარება.




წყარო: AMBEBI.GE, ლალი ფაცია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016