reportiori.ge - არმაზ სანებლიძე: თუ გრიგოლ რობაქიძეს ენდობი, ჰომოფობიის იარლიყს მოგაკრავენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არმაზ სანებლიძე: თუ გრიგოლ რობაქიძეს ენდობი, ჰომოფობიის იარლიყს მოგაკრავენ!
ავტორი:
22 ივლისი, 2015. 16:43


მსოფლიო გავლენის მქონე გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსი" რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრისადმი მიძღვნილ აღფრთოვანებულ წერილში აღნიშნავდა, რომ თოჯინების მიერ ნათამაშები სცენები გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე მსახიობების მიერ განსახიერებული.


პირდაპირ ამბობენ სათქმელს, მიუკიბავ-მოუკიბავადო.


ალალად.


საზოგადოებრიობაც, ეტყობა, უფრო ენდობა მათ გულწრფელობას.


თოჯინა ლაპარაკობს!


ამიტომაც გადავიკითხე (მერამდენედ!) რეზო გაბრიაძის მარიონეტების შეუდარებელი სპექტაკლის „დე ფანტიეს ბრილიანტის" სცენარი, როგორც ოქროსმაძიებელმა კლონდაიკში, მოსაძებნად სათაურისა, რომელიც ჩემს რეპლიკას შესაბამის მნიშვნელობას შესძენდა, და აღმოვაჩინე:


„ო, შენ დავარდნილო კაპიკიანო!"


ჯერ კაპიკის ფასი რაა, მერე - დავარდნილისა, ვიღაცას რომ დაჰკარგვია და არ ეძებს.


ესეც - სათაური „არტანუჯის" მიერ მოძიებული და გერმანულიდან ქართულად ნათარგმნი გრიგოლ რობაქიძის რომანის „მცველნი გრალისა" კიდეებზე მიწერილი ერთი შენიშვნისთვის.


ეგებ გახსოვთ, გერმანიაში განსწავლული ჩვენი თანამედროვე „ფილოსოფოსი" (თუ რაღაც ამგვარი), რომლის ნააზრევი ანტიეროვნულობა სააკაშვილის ზეობის ხანაში ხელიხელსაგოგმანებ მარგალიტებად ჰქონდათ ფარისეველ ყოფილებს ჭეშმარიტების რანგში აღზევებული.


გვითახსირებდა ქართულ ადათ-წესებს, ხოლო ქართულ სუფრას, ქეიფს გეების (მამათმავლების) თავშეყრისა და გაუკუღმართებულ სექსუალურ მიდრეკილებათა რიტუალურ აქტად წარმოგვიდგინა - ქეიფი-გეიფი.


ეს ვინმე - ემზარ ჯგერენაია წერდა: „ქართული სუფრა, მიკროსაზოგადოებაა, სოციალურობის ერთგვარი მოდელი".


ეს მოდელი, რომელიც თურმე ქართული სუფრაა, მზადდება ქალის მიერ და მისი (ქალის) ფუნქცია ამით ამოიწურება. „ამის შემდეგ იწყება უმთავრესი ქართული საქმე, ქეიფი ანუ გეიფი (!). ამდენად, ქართული სუფრა ქართული მამაკაცური სუბკულტურის ძირითადი (!) ატრიბუტია".


ჩაგვითრია ვაიუბედურ მეცნიერულ მსჯელობაში ჯგერენაიამ და იწყებს მთავარი სათქმელის გადმოცემას: „მამაკაცთაშორისი სიყვარული, სიტყვები, რომლებითაც მამაკაცები სუფრის მსვლელობისას მიმართავენ ერთმანეთს („ჩავეხუტოთ ერთმანეთს", „მოვესიყვარულოთ", „ძალიან მომენატრა შენთან ჩაჯდომა", „მიყვარხარ" და ა.შ.), ღრმა ეროტიზმისა და ურთიერთნდობის შემცველია... ამ ლატენტურ ურთიერთლტოლვას ქ(გ)ეიფის მეორე დღე, ურთიერთლტოლვის გაცნობიერებით გამოწვეული ერთგვარი „დარცხვენილობა" ააშკარავებს. ქ(გ)ეიფზე მიღწეული „მამაკაცური გულწრფელობა" „პახმელიაზე" გამოსვლით გამოისყიდება..."


ეს ზედაპირზე დევსო.


სიღრმეში თუ წავალთ: „შეიძლება ითქვას, რომ ქართული სუფრა ფორმით ჰომოსექსუალისტური და შინაარსით ტრაგი-ჰეტეროსექსუალისტურია, ხოლო ქართველი მამაკაცი არშემდგარი ქალი, ანუ ქალის ცუდი შემთხვევაა"~.


ჰოდა, ამ არშემდგარმა ქალმა, ანუ ქალის ცუდმა შემთხვევამ, როგორც თვითონ აღიარა, რომელიღაც სუბკულტურულ-პროვინციული „სუფრის გეომეტრიულ-სივრცული კონფიგურაციის" (მისი ტერმინებია) მიერ გაუკუღმართებულად აღგზნებულმა წაგვიბილწა ქართული სუფრა, ტრადიცია და ქართველობა საერთოდ.


რომ შეუტიეს, დატკბა და გამოაცხადა - „მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ". უკან დაიხია და გვაუწყა: „ეს იყო გარკვეული ირონია, ხუმრობა და ასე შემდეგ... მე უბრალოდ მინდოდა კრიტიკულად შეგვეხედა ჩვენი არსებობისთვის".


თქვა რუკამ არაკი!


ირონია, არც „გარკვეული", არც ხუმრობა ნატამალი დოზით ჯგერენაიას ოპუსში არ იყო. არც უფიქრია!


ხოლო ქართულ ტრადიციებს ჩვენი არსებობის რაღაც გაურკვეველი სიმყარის შეძენის მიზნით კი არ შეუტია, არამედ საზოგადოებრივი აზრის შესაჩვევად მომავალი გაელგებეტელობისთვის.


ვიხუმრეო!


ბინძურად უხუმრია, „შარლი ებდოს" უხამსობით.


წუმპე!


ქართული სუფრის წყაროსთვალი რეზო ამაშუკელთანაა, სხვა მასპინძელთან, სხვა მარანში, სხვა სიწმინდე და შერკინება:


მასპინძლად იდგა მარანი ყვარლის,

აქაც შევებით ლხინში კახელებს,

ვიღებდით ალალ პურსა და მარილს

და ვახსენებდით უკვდავ სახელებს.


ჩაუჯექით ამ სუფრას რეზო ამაშუკელთან ერთად და „ქინძმარაულის წითელი შხეფი" აიაზმად გეპკურებათ  „ყანწების ძეწკვის წკარუნში".


ამასობაში:


ისე გათენდა,

მტერს რომ შეყროდი,

ალალ ძმასავით გაუღიმებდი!..

და ვაზი მზეზე უხმოდ ტიროდა

ქართველი კაცის სვე და იმედი.

(„ეს გაუმარჯოს გლეხის მაეჯვენას!")


განიწმინდები, დაიცლები ყოველი ბოროტისგან, როგორც კახურად დასხმული თლილი ჭიქიდან გადმოწურული უკანასკნელი წვეთი.


დღეს, როცა აშშ-მა ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ყროლით სავსე გოვზა თავზე დაიმხო, როცა აცუნდრუკდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული „არასამთავრობოები", უპრიანი იქნება, გავიხსენოთ გრიგოლ რობაქიძის რომანში „მცველნი გრალისა" ჩამოყალიბებული ღვთაებრივი არსი ქართული სუფრის.


„არქაულ ეპოქაში პურისჭამა საკულტო ქმედებას წარმოადგენდა და ასეთად დარჩა დღემდე საქართველოში...


ყველა ადამიანი, თუნდაც მახინჯი, ანდა ბედისწერისგან დაღდასმული, საკუთარ თავში მაინც იტევს რაღაც მშვენიერს. სადღეგრძელოს დანიშნულებაა, სწორად ამ მშვენიერის მიგნება და მზიური მაგიით მისი სააშკარაოზე ისეთნაირად გამოტანაა, რომ ამ ადამიანმა თვითონაც შეიგრძნოს, როგორ იშლება და იფურჩქნება მასში თამადის მიერ ხოტბაშესხმული თვისება. თამადამ თანდათანობით ექსტაზამდე უნდა აიყვანოს მეინახეთა განწყობილება. ამასთან, იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს, რათა დასაწყისშივე გააქარწყლოს სუფრასთან შექმნილი რაიმე უსიამო ვითარება. ენამჭევრობაც მართებს და სმაც უნდა შეეძლოს ისეთნაირად, რომ სწრაფად არ შეთვრეს... თამადა სუფრის შეუზღუდავი მბრძანებელია, რაც უსასრულოდ ზრდის როგორც მის მისიას, ისე პასუხისმგებლობასაც" (გრიგოლ რობაქიძე, „სამი რომანი", გვ. 292-293).


ამის წაბილწვა მოინდომეს: „მზის ნადიმის", - ესეც რობაქიძისეულია.


არმაზ სანებლიძე


P.S. მკითხველო, შეადარე ერთმანეთს ამ რეპლიკაში მოხმობილი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, და რომლისკენაც გულმა გაგიწიოს, ის ირწმუნე.


ოღონდ გაითვალისწინე, თუ გჯერენაიას მხარეს დაიჭერ, წინწაწეულ, თანამედროვე ადამიანად მოგნათლავენ, ლიბერალად.


თუ გრიგოლ რობაქიძეს ენდობი, ჰომოფობიის იარლიყს მოგაკრავენ.


არჩევანი შენზეა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016