reportiori.ge - ქუთაისელმა ბიზნესმენმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:11
რეგიონები
ქუთაისელმა ბიზნესმენმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო...
ავტორი:
23 ივლისი, 2015. 01:27




ბიზნესმენმა გულნარა ვაჩიბერაძემ მისი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ „ქუთაისი თუდეი" წერს.


როგორც სააგენტოს  გულნარა ვაჩიბერაძემ განუცხადა, მან,  დღეს დილიდან მთავრობის კანცელარიის მისაღებში, შიმშილობა დაიწყო.



„ამ დრომდე უშედეგოდ ველოდები ქუთაისის უმოქმედო პროკურატურიდან ჩემი უკანონოდ წართმეული ქონების გამო დამნაშავეების დასჯას და ჩემი კუთვნილი სახლის დაბრუნებას. ქუთაისში, თამარ მეფის 54-ში მდებარე სახლი ყოფილმა მოსამართლემ პაატა ქობულაძემ წამართვა. ესეც არ მაკმარა, გამომამწყვდია ციხეში, რათა ყველაფერი ჩაეგდო ხელთ.  ამ დრომდე ველოდები ქუთაისის პროკურატურიდან დამნაშავეების დასჯას და ჩემი უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას. რადგან ვერ მივაღწიე შედეგს, დავიწყე შიმშილობა ჩემს მეგობრებთან ერთად.  ჩემთან ერთად შიმშილობენ „კვირის ქრონიკის"  ჟურნალისტი ნანა სულავა და ვიცე პოლკოვნი სვეტლანა მაისურაძე.

 

ქუთაისის რაიონული და საოლქო პროკურორები არაფერს აკეთებენ დამნაშავეების დასასჯელად. მე კი ამ დრომდე ქუჩაში ვათენებ ღამეებს. მანამდე არ შევწყვეტ შიმშილობას, სანამ საერთოდ აცილება არ მიეცემა ქუთაისის საოლქო პროკურორებს ჩემი ქონების გამოსაძიებელ საქმეებზე."- განაცხადა ქუთაისელმა გულნარა ვაჩიბერაძემ.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016