reportiori.ge - „აფბა“: თბოსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ადეკვატურია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:12
ეკონომიკა
„აფბა“: თბოსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ადეკვატურია
ავტორი:
23 ივლისი, 2015. 11:35


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია"(„აფბა") ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის თაობაზე.


ენერგეტიკის საკითხებში „აფბას" ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სემეკ-ის გადაწყვეტილება თბოსადგურებისთვის ტარიფის კორექტირების თაობაზე ადეკვატური და გარდაუვალი იყო, რაც გამოწვეულია ბოლო დროს დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს დოლარის გამყარების ფონზე თბოელექტროსადგურებს ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაეზარდათ, რამაც გარდაუვალი გახადა მათი მოთხოვნა ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.

 

სემეკ-მა მიიღო დადგენილება, რომლითაც მათი მოთხოვნა  დაკმაყოფილდა და ტარიფი ნაწილობრივ დაკორექტირდა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-ის მხრიდან სრულიად ადეკვატურია, გამომდინარე იქიდან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თბოსადგურებს მუშაობის შეწყვეტა მოუწევდათ, რაც თავის მხრივ ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და საიმედოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასევე ეჭვქვეშ დადგებოდა თბოსადგურების მფლობელი კომპანიების არსებობის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები პრაქტიკულად ვეღარ განახორციელებდნენ ელენერგიის გენერაციას და სისტემაში მიწოდებას",  - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.


ანალიტიკომა ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგოსისტემის სამომავლო განვითარების ხედვებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდაუვალია საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების და ახალი ჰიდროენერგეტიკული, მათ შორის დიდი პროექტების განხორციელება.

 

„საქართველოს ენერგოსისტემის გასავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპებით დავიწყოთ იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა თავისი წყლის რესურსებით, რაც დაახლოებით 40 მლრდ კვტ/სტ-ის ეკონომიკურად სრულიად რენტაბელური რესურსია. რა თქმა უნდა, ჰესების მშენებლობის საკითხი საზოგადოებაში პოპულარული არ არის, თუმცა აუცილებელია პრაგმატული და მიზანშეწონილი ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიის არსებობა, ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ინტერესი არის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი", - აცხადებს გვიდიანი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016