რეგიონები
ყვარლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
23 ივლისი, 2015. 11:50
წუხელ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად, ყვარლის რაიონში ათეულობით ჰექტარი ვენახი, საზამთროსა და სიმინდის ბაღებია განადგურებული. მოსავალი 100 პროცენტით არის განადგურებული.
ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურების გარეშე, აგროკრედიტების გადახდას ვერ შეძლებენ.
ყვარელში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა, რამაც ზარალი გამოიწვია. მოსახლეობა ზარალის დამთვლელ კომისიას დილიდან ელოდება ყვარელში, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, დაზღვეული მოსავალი ავტომატურად ანაზღაურდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57