reportiori.ge - კახა კალაძემ ენელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზები განმარტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:32
საზოგადოება
კახა კალაძემ ენელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზები განმარტა
23 ივლისი, 2015. 16:16


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზები განმარტა.



თქვენ იცით, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ტარიფის შემცირებაზე მარეგულირებელ კომისიასთან ერთად და მოვახერხეთ, ტარიფი შეგვემცირებინა 3,44 თეთრით. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული რეალობა, თქვენ იცით, რომ დოლარის გამყარებამ მსოფლიოში ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები, ასევე ის, რომ ჩვენ ყოვეწლიურად სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან, ეს არის რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით მატულობს ელექტროენერგიაზე ფასი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბოელექტროსადგურები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მათ ბუნებრივი აირი შემოაქვთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარიშსწორება ხდება დოლარში, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობაზე წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვა ხდება ლარში", - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის, რომ მოხდა ტარიფების კორექტირება. კალაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გრძელვადიან პროცესში კომპანიებმა გამართულად იმუშაონ, რომ არ მოხდეს გათიშვები და მომხმარებელს ელექტროენერგია მიეწოდოს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.


 

დღეს შევიკრიბებით და ხვალისთვის მოსახლეობას წარმოვუდგენთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მთავრობის მიერ მიღებული", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016