reportiori.ge - თბილისში Fatboy Slim ჩამოდის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:46
სხვადასხვა
თბილისში Fatboy Slim ჩამოდის!
ავტორი:
23 ივლისი, 2015. 23:27


„ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფეისბუქის საკუთრ გვერდზე ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ორ სასიხარულო ამბავს აქვეყნებს.


სააქართველოში პირველად  ლიცენზირებული, ბრიტანული ფესტივალი- Global Gathering-ი ჩატარდება და მისი ჰედლაინერი მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი dj, Fatboy Slim- ი იქნება.


„რეპორტიორი" შეგელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



„არის !!! 3 წლიანი მუშაობის შედეგად „ბრავო რექორდსმა"  მიიღო ლიცენზია ელექტრონული მუსიკის ბრიტანული ფესტივალის Global Gathering-ის ჩატარებაზე საქართველოში, კერძოდ 11 სექტემბერს, რუსთავის ავტოდრომზე !!!

საფრანგეთს, აშშ-ს,პოლონეთს, სამხრეთ კორეას, უკრაინას, საბერძნეთს და სხვა ქვეყნებს, ამიერიდან საქართველოც მიემატება. ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა საქართველოში ლიცენზირებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. Global Gathering 2010 და 2013 წლებში, 2-ჯერ დასახელდა ბრიტანეთის წლის საუკეთესო ფესტივალად და ჩვენს პირველივე ფესტივალზე, მისი ჰედლაინერი იქნება უდიდესი DJ, რომლის დონის DJ საქართველოში ჯერ ნამყოფი არ არის და რომლის მუსიკაც ამ ჟანრის კლასიკაშია შესული!... ეს არის ლეგენდარული Fatboy Slim... დღეს ბევრი სატელეფონო ზარი მივიღე... ხალხი აზუსტებდა მართალია თუ არა, რომ Fatboy Slim თბილისში ჩამოდის... და კიდევ ერთხელ მინდა ყველა სიხარულით გაცნობოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა !!! დანარჩენ „აფდეითებს"  ფესტივალის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ..."- წერს შენგელია.



ამის შესახებ „ბრავო რექორდსმა" განცხადება გაავრცელა:


„პირველად საქართველოში, 2015 წლის 11 სექტემბერს, „ბრავო რექორდსის" ორგანიზებით ტარდება საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering. GlobalGathering არის ბრიტანული ფესტივალი, რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად ტარდება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, სამხრეთ კორეაში, უკრაინაში, თურქეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში GlobalGathering აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფესტივალი და განთქმულია მსოფლიო დონის მონაწილე DJ-ებით. საქართველოში Global Gathering-ის ჩატარების ლიცენზია მოიპოვა „ბრავო რექორდსმა" და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში ლიცენზირებული უცხოური მუსიკალური ფესტივალი ტარდება. GlobalGathering-ის ჩატარება მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბის და სტანდარტის მქონე ფესტივალის დამკვიდრებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნიჭიერი ქართველი DJ-ების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენას და მათი საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. GlobalGathering ახალგაზრდული მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მის ჩატარებას მსოფილოში ყოველწლიურად ასეულ ათასობით ადამიანი ელოდება. GlobalGathering საქართველო 2015 ჩატარდება ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, რომელიც დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებისთვის. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქალაქ რუსთავის, როგორც ინდუსტრიული იმიჯის მქონე ქალაქის, კულტურულ განვითარებას და საქართველოს ამ რეგიონში ტურისტების მოზიდვას. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი არის მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების 10-გზის გამარჯვებული, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლეგენდარული DJ, რომლის დონის მუსიკოსიც, ამ მიმდინარეობაში, საქართველოში ჯერ არ არის ნამყოფი - FATBOY SLIM, რომელიც მდიდარი მუსიკალური ბიოგრაფიის გარდა, ცნობილია სახელგანთქმული ჰიტებითა და ვირტუოზული შოუებით. ფესტივალის ფარგლებში შედგება პირველი ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია, რომლიც ავტორიც, „ბრავო რექორდსის" კომპოზიტორი, ბორიკო შხიანია. ეს გახლავთ ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დებიუტი "progressive house"-ის მიმართულებით, რომლის სახითაც, ფესტივალის სტუმრებს ძალიან დიდი სიურპრიზი ელით. ფესტივალზე ასევე დაუკრავენ სხვა ცნობილი უცხოელი და ქართველი DJ-ები, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გამოცხადდება. GlobalGathering საქართველო 2015 გამორჩეული იქნება სხვადასხვა ტიპის შოუს ელემენტებით, გასართობი წარმოდგენებითა და სახალისო აქტივობებით, რომელთა განხორციელებასაც უზრუნველყოფს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი". ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით."-აღნიშნულია განცხადებაში.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016