reportiori.ge - „ნაციონალები“ რომ კაცთმოძულეები იყვნენ, ამ ამბის მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
საზოგადოება
„ნაციონალები“ რომ კაცთმოძულეები იყვნენ, ამ ამბის მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი!
24 ივლისი, 2015. 13:27


ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე, „რეპორტიორთან" საუბრისას, 2006 წლის „ციხის ბუნტის" ამბავს იხსენებს. 


„იმ დილით გელა ნიკოლაიშვილმა და  ნანა კაკაბაძემ დამირეკეს. მათი ზარების მერე რომ გავვარდი ორთაჭალაში, ადგილზე ისეთი სურათი დამხვდა, რაიხსტაგის აღება წარმომიდგა თვალწინ. ორთაჭალის №5 საპყრობილე რაიხსტაგს ჰგავდა. „ნაციონალები" რომ კაცთმოძულეები იყვნენ, ეს მანამდეც კი ვიცოდი, მაგრამ ამ ამბის მერე უფრო დავრწმუნდი. 


ადგილზე მისულს დამხვდა ასეთი სურათი - სამმაგი ალყა ჰქონდა შემორტყმული ციხეს. პირველ წრეზე გარს ერტყა სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, მეორე წრეზე იყო პოლიციის სპეცრაზმი და მესამე წრეზე - თავდაცვის სამინისტროს ესკადრონი. ასეთი რამ საშინელებათა ფილმებშიც არ მინახავს. სპეცრაზმები ნაკადებად შედიოდნენ ციხეში, საიდანაც ისმოდა ყვირილ-წივილი,  გარედან შიგნით ისროდნენ.


ახლა რომ ამბობენ, იქ მაშინ იარაღი არ იყოო, მეცინება. საკუთარი თვალით მაქვს ეს ყველაფერი ნანახი. სროლა ძირითადად ხდებოდა სასჯელაღსრულების სპეცრაზმის მხრიდან. პირდაპირი სროლა მიმდინარეობდა, ისეთი ხმა გამოდიოდა ციხიდან, რომ ალბათ ჯოჯოხეთში ხდება ასეთი რამ. შიგნით ადგილ-ადგილ ჩანდა ცეცხლმოკიდებული კერები, ისმოდა ღრიალი, გაბმული სროლა. დილის დაახლოებით 9 საათი იყო. გარეთ შეკრებილი იყო 2-3 ათასი მოქალაქე,  რომელთაც მიაწვა სპეცრაზმი, რათა ხალხს არაფერი გაეგო. იქ იყვნენ ამბის გამომტანებიც, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ იყვნენ დაჭრილები და გარდაცვლილები", - იხსენებს ჯორბენაძე. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016