რეგიონები
ხაშურის რაიონში სოფელ ტაშისკარსა და სოფელ ქვიშხეთში გაზიფიცირება დასრულდა
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
31 ოქტომბერი, 2013. 13:22
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის რაიონის სოფელ ტაშისკარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა.
მინისტრმა და „სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი და ერთ-ერთ ოჯახში გაზქურა აანთეს.
კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი" სოფელ ტაშისკარისა და სოფელ ქვიშხეთის მიმართულებით, 37,5 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა. ასევე, განხორციელდა სოფლების სრული დაქსელვა, რის შედეგადაც ორივე სოფელში მცხოვრებ 1460-მდე პოტენციურ აბონენტს ზამთრის სეზონის დადგომამდე გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57