რატომ არ შეიძლება შვრიის ფაფის ჭამა საუზმემზე?
შვრიის ფაფა საყვარელი საუზმეა ბევრი ადამიანისთვის, რადგან ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასე ვიცოდით ყოველთვის. ის გარს ეკვრის კუჭის ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. წონის კორექციისთვის რეკომენდებულია შვრიის მიღება 15 დღის განმავლობაში. ამასთან, ადამიანი თავისუფლდება შეკრულობისგან. თუმცა ეს ყველაფერი ისეთი უღრუბლო არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მუდმივად შვრიის მიღება , თან დიდი რაოდენობით , ჯანმრთელობისთვის საზიანო და საშიშიც კია .
საქმე იმაშია, რომ შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას-ნივთიერებას, რომელიც აფერხებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას.
ფიტინის მჟავა მხოლოდ კალციუმის ათვისებას კი არ უშლის ხელს, არამედ ჩვენი ძვლებიდან აუცილებელ მიკროელემენტებსაც გამორეცხავს. ამიტომ, თუ აპირებთ შვრიის დიეტის დაცვას, მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ნუ დაგეზარებათ.
რა თქმა უნდა, შვრიის მიღებისგან საერთოდ უარის თქმაც არასწორია. ეს პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. უბრალოდ, ეცადეთ, პერიოდულად ჩაანაცვლოთ ის სხვა ფაფეულით- წიწიბურას, ხორბლის, სიმინდის ფაფებით