reportiori.ge - ეტიკეტის წესები – რჩევები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:32
სხვადასხვა
ეტიკეტის წესები – რჩევები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ...
ავტორი:
25 ივლისი, 2015. 02:43




1.დარეკვის გარეშე სტუმრად არასდროს წახვიდეთ. როგორც ერთი ბრიტანელი ქალი აღნიშნავს, გაუფრთხილებელი სტუმრის მოსვლის შემთხვევაში ის იცვამს ფეხსაცმელს, იფარებს ქუდს და კარს რომ აღებს თუ მოსწონს სტუმარი ეუბნება: "მეც ახლა მოვედი", თუ არ მოსწონს ამბობს: "რა სამწუხაროა, სწორედ ახლა გავდივარ სახლიდან."


2. ჩანთის დადება მუხლებზე ან საკუთარ სმაკზე არასწორია. ჩანთა სკამის მისაყრდნობზე გადაკიდეთ ან იატაკზე დადეთ.


3. მამაკაცი ლიფტში ყოველთვის პირველი შედის, ხოლო პირველი ის გამოდის ვინც კართან ახლოს დგას.



4. სახლის ტანსაცმელი - გირჩევთ დღის განმავლობაში ხალათი მხოლოდ მაშინ ჩაიცვათ როცა აბაზანაში შეხვალთ და გამოხვალ, სხვა შემთხვევაში ნუ ჩაიცვამთ, არაეთიკურია.


5. როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად, ცალკე ოთახში დაიწყებს ცხოვრებას მასთან შესვლისას კაკუნს მიეჩვიეთ, ასეთ შემთხვევაში სანამ თქვენს საძინებელში შემოვა ისიც იმავეს გაიმეორებს.


6. რესტორანში ფულის გადახდის დროს: თუ ადამიანს ეტყვით "მე გეპატიჟები", ამ შემთხვევაში თქვენ იხდით ფულს. თუ ქალი საქმიან შეხვედრაზე რესტორანში გეპატიჟებათ შესაბამისად ფულს ის იხდის, ხოლო მსგავს შემთხვევაში: "მოდი, რესტორანში წავიდეთ" ყველა თვითონ იხდის თავის წილ გადასახადს.




7. მამაკაცს ქალის ჩანთა არასდროს დააქვს და ქალის პალტოს მხოლოდ მაშინ იღებს ხელში, როცა ქალს გასახდელში უნდა მიაწოდოს.



8. 12 წლიდან ზემოთ ადამიანს თქვენობით უნდა მიმართოთ. ასევე თქვენობით უნდა მიმართოთ მიმტანს, მძღოლს, თანამშრომელს, მათ ვისაც კარგად არ იცნობთ.


9. კინოში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში პირველი მამაკაცი შედის.


10. ის, რაც არ უნდა თქვათ: ასაკი, ქონება, აღმსარებლობა, წამლის შემადგენლობა რასაც იღებთ, სასიყვარულო ურთიერთობა.



http://1.dainteresdit.ge/




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016