reportiori.ge - ლევან ბუხაიძე გელა მებონიას მიმართავს: პასუხს მოგთხოვ სანდროს სულის შეურაცხყოფისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
სამართალი
ლევან ბუხაიძე გელა მებონიას მიმართავს: პასუხს მოგთხოვ სანდროს სულის შეურაცხყოფისთვის!
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 22:14

სანდრო გირგვლიანის მეგობარი კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელ გელა მებონიას  სანდრო გირგვლიანის ღირსების შელახვისთვის პასუხს სთხოვს.

საიდან მოიგონე ამდენი ტყუილი? რის მიღწევას ცდილობ? აქმდე შენს ბოდვებზე რეაგირებას არ ვახდენდი, რადგან არასერიოზულად მივიჩნევდი შენს განცხადებებს, მაგრამ ყოველგვარ ზღვარს გადახვედი და ოფიციალურ პასუხს მოგთხოვ - პატივისა და ღირსების შელახვისთვის!!!! რაც მთავარია, სანდროს სულის შეურაცხყოფისთვის!"- მიმართავს ლევან ბუხაიძე მებონიას.

გირგვლიანის მეგობარი გაზეთ "ასავალ-დასავალში"დაბეჭდილ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გელა მებონიამ აღნიშნა, რომ  სანდრო გირგვლიანი მკვლელობამდე გააუპატიურეს. ბუხაიძე მებონიას ცილისწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებებში  გაზეთ „ასავალ-დასავალს" კი პროვოკატორების გაპიარებაში ადანაშაულებს.


„გაოგნებული ვარ, ადამიანებს სადამდე შუძლიათ დაცემა. ინტერვიუ ძალიან ჰგავს დაგეგმილ პროვოკაციას. ვერ ვხვდები, რაში სჭირდება გაზეთს ასეთი შეურაცხმყოფელი ჭორაობა, ყველას მოგმართავთ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს - იმ ავბედით დანაშაულსა და სანდროს ტრაგიკულ სიკვდილზე ნურავინ აპიარებთ მებონიასნაირ პროვოკატორებს და ამით საკუთარი გამოცემის რეიტინგის გაზრდას ნუ ცდილობთ! "- განაცხადა ლევან ბუხაიძემ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016