reportiori.ge - 20 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები არასოდეს აკეთებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:43
სხვადასხვა
20 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები არასოდეს აკეთებენ
ავტორი:
25 ივლისი, 2015. 16:05



1. არ განსაზღვრავენ წარმატებას ფულით


წარმატებული ადამიანების წარმატების საზომი არ გახლავთ ფული, მათთვის მთავარი სულიერი სიმშვიდე და ბედნიერებაა.


2. მათ არ იციან ყველაფერი და ამას არ განიცდიან


როგორ კარგადაც არ უნდა ვიცოდეთ რამე, უფრო მეტის გაგება ყოველთვის შეიძლება მის შესახებ - ამის გააზრება ადამიანის ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელია.


3. არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ მასზე სხვები


ამქვეყნად ბევრი წარუმატებელი ადამიანია, რომელიც ბოროტდება და მერე წარმატებული ადამიანების ლანძღვით იოხებს გულს. წარმატებული ადამიანები მათ ყურადღებას არ აქცევენ. უსმენენ დაუმეგობრდებიან მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს, ვინც მათ უკეთესობისკენ სწრაფვაში ეხმარება.


4. არ იღებენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს


წარმატებული ადამიანები ჯერ კარგად ფიქრობენ, სანამ ნაბიჯს გადადგამენ.


5. არ უგულებელყოფენ დაგეგმვის მნიშვნელობას

 

ისინი აწარმოებენ დღიურს, აქვთ to-do list და ამ გეგმას მიყვებიან


6. არ იძინებენ, სანამ ამ გეგმას არ შეასრულებენ


წარმატებული ადამიანები ხვალისთვის არ დებენ დღეს გასაკეთებელ საქმეებს და ეს მათ ბედნიერებას ანიჭებთ.

 

7. არ გეგმავენ ძალიან ბევრს

მათ იციან საკუთარი შესაძლებლობები და ყოველდღიურ საქმიანობასაც ამის მიხედვით გეგმავენ. ისინი არ კბეჩენ იმდენს, რამდენის გადაყლაპვასაც ვერ მოახერხებენ.


8. არ აქვთ არარეალისტური მიზნები


მათ მარტივი, დროში გაწერილი, განსაზღვრული და კონკრეტული მიზნები აქვთ. „წონაში უნდა დავიკლო" - ცუდია, „წლის ბოლომდე 5 კილოს დავიკლებ" - კარგი.


9. უკანასკნელი საათებისთვის არ იტოვებენ საქმეს გასაკეთებლად

 

ისინი ნელ-ნელა, შესვენებებით აკეთებენ საქმეს. ასე ნაკლებ დროში და თან უფრო ხარისხიანად კეთდებასაქმე.


10. მთელ დილას საწოლში არ ატარებენ


ის, ვინც დილით ადრე დგება, გაცილებით უკეთ და მარტივად აკეთებს საქმეს, თანაც ბევრს ასწრებს. ყოველ დღეს ხომ გარკვეული ლიმიტი აქვს. ისინი ღამეებს არ ათენებენ და დილით ადრე იღვიძებენ.


11. ოჯახზე წინ არავის აყენებენ

 

წარმატებულმა ხალხმა იცის ოჯახის ფასი. სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ საყვარელი ადამიანებივით მნიშვნელოვანი არა.


12. ისინი ბევრს არ შრომობენ, უბრალოდ, ჭკვიანურად შრომობენ


ისინი ზოგავენ თავიანთ ენერგიას და მინიმალური დანახარჯით აკეთებენ მაქსიმუმს.

 

13. ყოველთვის იმას ვერ იღებენ, რაც სურთ და ეს ბუნებრივად მიაჩნიათ


ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება, მაგრამ წარმატებული ადამიანები წარუმატებლობებს გაკვეთილად მიიჩნევენ და არ ნებდებიან.


14. არ ავიწყდებათ მადლიერების გამოხატვა


ისინი აფასებენ იმას, რაც აქვთ და რასაც იღებენ ცხოვრებისგან, ადამიანებისგან.


15. გულგრილად არ ეკიდებიან სხვის გაჭირვებას


ეს სამყაროს კანონია - რაღაც უნდა გასცე, რომ სანაცვლოდ რამე მიიღო. ეს წარმატებულმა ადამიანებმაკარგად იციან და ამიტომ დაკავებულები არიან კიდეც ქველმოქმედებით.

 

16. ისინი არ სვამენ ბევრს


მათ უყვართ განტვირთვა და სასმელიც მშვენიერი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად, მაგრამ არასოდეს სვამენ იმდენს, რომ საკუთარი თავი ვეღარ აკონტროლონ და არაფხიზელ მდგომარეობაში სულელური გადაწყვეტილებები მიიღონ.


17. არ ეკიდებიან გულგრილად საკუთარ ჯანმრთელობას


ისინი ზრუნავენ საკუთარ სხეულზე და მენტალურ მდგომარეობაზე, სწორად იკვებებიან და ვარჯიშობენ. ისინი ცდილობენ, გათავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან.


18. არ ივიწყებენ, რომ პირადი ცხოვრება აქვთ


კარიერა კარგია, მაგრამ მხოლოდ კარიერით ვერ იცხოვრებ. ამას ყველა წარმატებული ადამიანი ხვდებადა პირად ცხოვრებაში სამსახურის გამო პრობლემებს არ იქმნის. მათ ჰყავთ საყვარელი ადამიანები, მეგობრები და იციან გართობისა და განტვირთვის ფასი.


19. არ ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით


მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და ამ ცხოვრების მართვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ გარეშე პირების ცხოვრების გასარჩევად ვერ იცლიან


20. არ კმაყოფილდებიან მიღწეულით


ისინი გამუდმებულ მოძრაობაში არიან. „ცხოვრება ველოსიპედს ჰგავს, თუ გინდა, წონასწორობა შეინარჩუნო, წინ უნდა წახვიდე". ისინი აღწევენ მიზნებს და მერე ახალი მიზნები უჩნდებათ. ისინი მზადარიან ახალ ახალი გამოწვევების მისაღებად და ახალ-ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და თანაც სიამოვნებას იღებენ პროცესით.




წყარო: dare.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016