ნამდვილად არ არის საიდუმლო და უჩვეულო ის, რომ პარიზი, რომი, ბარსელონა, ბერლინი მსოფლიოს საოცარი ქალაქებია თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიით, არქიტექტურით, ხელოვნების შედევრებითა და ტურისტების სიმრავლით. თუმცა ევროპა ასევე მდიდარია სხვა ულამაზესი და უჩვეულო ქალაქებით. შემოგთავაზებთ 10 ყველაზე ლამაზ ქალაქად აღიარებულ დასახლებებს.
10. Heidelberg, გერმანია
მდებარეობს ოდენვალდის ხეობაში, არის ულამაზესი, რომანტიკული ქალაქი. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ისტორიული „ძველი ქალაქითა" და ჰაიდელბერგის ციხით. ქალაქი გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით.
9. Bruges, ბელგია
ეს არის ისტორიული საპორტო ქალაქი ბელგიაში, რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ძეგლებით. აქ ნახავთ უამრავ ისტორიულ, კულტურულ ღირსშესანიშნაობას.
8. Ferrara, იტალია
ფერარა ცნობილია თავის ცხრა კილომეტრიანი უძველესი კედლებით, რომელიც გარს არტყავს ქალაქს. ქალაქში ასევე არის მე-14 და მე-15 საუკუნეებით დათარიღებული უძველესი სასახლეები, საოცარი სახლები, ფართო ქუჩები, მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების ქალაქი დაუვიწყარ სანახაობებს გთავაზობთ.
7. Valencia, ესპანეთი
ვალენსია ესპანეთის სიდიდით მესამე ქალაქია. ცნობილია უძველესი და ულამაზესი არქიტექტურით, გრაგნილი ქუჩებით, უამრავი მუზეუმითა და გალერეით.
6. Porto, პორტუგალია
ევროპის კულტურული დედაქალაქი. ქალაქში მთელი წლის განმავლობაში იმართება მრავალი ფესტივალი, მას ასევე აქვს ხანგრძლივი ტრადიცია მუსიკის, ხელოვნების, მძლეოსნობის დარგში, ამავე ქალაქის სახელით ასპარეზობს უამრავი საფეხბურთო კლუბი.
5. Biarritz, საფრანგეთი
ზღვისპირა ქალაქი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში - ყოველწლიური ფესტივალები იზიდავს სანახაობების მოყვარულთ. ულამაზესი პლაჟები და სასიამოვნო გარემო იპყრობს ტურისტების გულს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
4. Innsbruck, ავსტრია
უნიკალური სილამაზის მქონე ქალაქი. აქ ორჯერ გაიმართა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ბევრი მუზეუმი, ციხე, ისტორიული ძეგლი, მთის ველოსიპედები... ეს ყველაფერი იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან.
3. Gothenburg, შვედეთი
ცნობილია როგორც დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი. ასევე ცნობილია თავისი მდიდარი სკანდინავიური არქიტექტურით, მუზეუმებით, სპორტული და კულტურული ისტორიებით.
2. Budapest, უნგრეთი
უნგრეთის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი, რომლის სილამაზეც მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ის არ ჩამოუვარდება შთაბეჭდილებებით ევროპის „ცნობილ დედაქალაქებს". ის იპყრობს ტურისტების გულს და, როგორც ამბობენ, იქ თუ ერთხელ მოხვდები, აუცილებლად წახვალ კვლავ, რადგან ამოუწურავია თავისი სილამაზითა და არქიტექტურული ძეგლებით.
1. Copenhagen, დანია
არქიტექტურის უნიკალური საგანძური, ბევრი პლაჟი ქალაქის გარშემო, იდუმალება, სილამაზე, მომხიბვლელობა... კოპენჰაგენი გაგონებთ მშვენიერ მანდილოსანს, რომლის დაპყრობა განგიზრახავთ და რომლის ამოუცნობლობა კიდევ უფრო მეტი ინტერესით განგაწყობთ მისდამი.
წყარო: imogzaure.ge, თამუნა შათირიშვილი