ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„1915 წლის ივლისის ცხელ დღეებში თბილისის სამხედრო ლაზარეთში სიკვდილს ებრძოდა დიდი ვაჟა-ფშაველა, ნატრობდა მთას, იქაურ წყალსა და ბალახის სურნელს, ავადმყოფობას გაეტეხა ეს მთასავით კაცი. გათენდა 27 ივლისი, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა... რამდენიმე საათიც და მისმა სულმა მარადიულობაში გადაინაცვლა...
100 წელი სრულდება ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან, მაგრამ წელთა სიმრავლე მის უკვდავ შემოქმედებას ვერაფერს აკლებს, პირიქით უფრო აბრწყინებს და აკაშკაშებს. ვაჟა ფშაველას მსგავსი შემოქმედი იშვიათია მსოფლიო ლიტერატურაში, ამიტომ ამაყი ვარ როგორც ქართველი.
ჩარგალში შევხვედრივარ მის შვილის გულქანს, თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ტიმოთე მახაურის ბუკინისტურ სალონში ინტერესით ვუსმენდი ვახტანგ რაზიკაშვილს ...
ვაჟა-ფშაველა მუდამ ჩვენი თანამედროვე და მოკავშირეა, დიდება მის ხსოვნას.
p.s. 2015 წლის შემოდგომაზე ქართულ უნივერსიტეტში დაგეგმილია ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია", - წერს ვარდოსანიძე.