საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1944 წელს დაბადებული რეჯეპ ადნან სირინი დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება ჰააგის ინტერპოლის მიერ 20.05.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნება.
რეჯეპ ადნან სირინი დამნაშავედ არის ცნობილი ნიდერლანდების სამეფოს ოპიუმის შესახებ კანონოს მე-2 და მე-10 მუხლებითა და იარაღის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრეფიკინგსა და იარაღის უკანონო ფლობას.
შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.