reportiori.ge - საუკეთესო პროდუქტები ძვლებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:37
სხვადასხვა
საუკეთესო პროდუქტები ძვლებისთვის
ავტორი:
26 ივლისი, 2015. 15:13



იმისათვის, რომ ძვლები მყარი გვქონდეს, თავიდან ავიცილოთ ტრავმები და მოტეხილობები, კვებაზეც უნდა ვიზრუნოთ და ისეთი პროდუქტები მივიღოთ, რომლებიც ძვლებს ამაგრებს.

ადრე მიღებული იყო, რომ ძვლოვანი ქსოვილის სიმყარისთვის უმთავრესო კალცი იყო. თუმცა ბოლო დროს გაირკვა, რომ მხოლოდ კალცი სულაც არ არის საკმარისი - ძვლის ზრიდსა და სიმყარისთვის აუცილებელია ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, ცილები, ცხიმმჟავები. აი, იმ პროდუქტების სია, რომლებშიც არის საკმარისად ძვლებისთვის (და არა მარტო ძვლების, არამედ მთელი ორგანიზმისთვის) სასარგებლო ნივთიერებები.



1. ბოსტნეული (ცილის, რკინისა და კალციუმის, K, C ვიტამინების წყარო). განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანეფოთლიანი ბოსტნეული - კომბოსტოს ყველა სახეობა, სალათის ფურცლები, ოხრახუში. გამონაკლისია მხოლოდ ისპანახი და წითელი მხალი. მართალია, მათში საკმარისი კალცია, თუმცა ასევეა ოქსალატები - ნივთიერებები, რომლებსაც ხელი შეუძლიათ შეუშალონ ამ მინერალის ორგანიზმში შეთვისებას. ასევე სასარგებლოა სტაფილო, ყაბაყი.



2. ცილოვანი საკვები (ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ბარდეული, სოია). ცილა საკვანძო როლს თამაშობს ძვლებისთვის მოქნილობის მინიჭებაში, რაც მოტეხილობებს იცილებს თავიდან. კამათი იმაზეა, რომელი ჯობს - ცხოველური თუ მცენარეული ცხიმები. მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ მიერ შერჩეული რაციონი დაბალანსებული იყოს და ერგებოდეს ორგანიზმს, პროდუქტები კი - ახალი და ორგანული.



3. ბულიონები (მინერალების წყარო). ბულიონზე მომზადებული კერძები თურმე განსაკუთრებით კარგია. თურმე ძვლები და ბოსტნეული (რითაც ხარშავენ ხოლმე ძირითადად ბულიონს) დიდი რაოდენობის მინერალებს შეიცავს.



4. მარცვლეული (მაგნიუმის წყარო). განსაკუთრებით კარგია წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ხორბალი, შვრია - იდინი რთული ნახშირწყლების, უჯრედისების და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა.



5. მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტები - წყალმცენარეები, რომლებიც აღმოსავლურ სამზარეულოში განსაკუთრებულად აქტიურად გამოიყენება. ისინი ძვლებს ოსტეოპოროზისგან იცავენ. ასევე მიკროელემენტებით მდიდარია თხილეული.



6. ძვლები - ზოგიერთ ადამიანს მოხარშული ძვლების (განსაკუთრებით, ქათმის) ღრღნა უყვარს. თურმე, ეს ცუდი ჩვევა არ არის. ძვლები ბუნებრივი მინერალების კარგი წყაროა ადამიანის ძვლოვანი ქსოვილისთვის.



7. ჯანსაღი ცხიმები (K და D ვიტამინების წყარო). რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ცხიმებს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლების ჯანმრთელობისთვის. ნორმაში ყველაფერუ სჭირდება ადამიანს, მათ შორის ცხომებიც. მაგალითად, წამყვანი დიეტოლოგების თქმით, საშუალოდ 50 წლის შემდეგ ქალებმა დღეში დაახლოებით 65 გრამი ცხიმი უნდა მიიღონ. ეს არის ხორცი, რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი.



წყარო - mshoblebi.ge






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016