reportiori.ge - „არტ-გენი 2015“ დღეს ნიაზ დიასამიძის და „33ა"-ს კონცერტით დაიხურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
საზოგადოება
„არტ-გენი 2015“ დღეს ნიაზ დიასამიძის და „33ა"-ს კონცერტით დაიხურება
26 ივლისი, 2015. 16:22



ეთნოგრაფიულ მუზეუში დღეს ფესტივალი არტ-გენი 2015" ნიაზ დიასამიძის და „33ა"-ს კონცერტით დაიხურება. 12:00 საათიდან ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული რეწვის და ჭედურობის ნიმუშების გამოფენები დაათვალიერონ, ასევე ქართული სამზარეულო დააგემოვნონ. 18:00 საათიდან კი ეთნოგრაფიული მუზეუმი აჭარის რეგიონის და ლატვიურ ქორეოგრაფიული ანსამბლ შაიმეს" გამოსვლას უმასპინძლებს.



„არტ-გენი 2015"-ზე დასასწრები ბლეთები 18:00 საათამდე 5 ლარი, ხოლო 18:00 საათის შემდეგ 15 ლარი ღირს.



ფესტივალი „არტ-გენი 2015" 28 ივნისს იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გაგრძელდა, შემდეგ კი თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა.



ფესტივალის დაარსებიდან მე-12 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად „წიგნი და ბიბლიოთეკა" აირჩიეს. „არტ-გენსა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოლკლორის კაბინეტი, რომელშიც ფესტივალის მიერ მთელს საქართველოში თორმეტი წლის მანძილზე შეგროვილი და დაარქივებული უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები განთავსდება. „არტ-გენზე" კი, ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულია წიგნის სკივრი, სადაც შემოწირულ წიგნებს ნებისმიერი მსურველი ეცნობა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016