reportiori.ge - შსს მარიამ კოჩალიძეს მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
სამართალი
შსს მარიამ კოჩალიძეს მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 00:51

შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 წლის მარიამ კოჩალიძეს მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 "გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ საღამოს 7-7.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სავარაუდო მკვლელის აღწერილობა:  მამაკაცი არის 40-45 წლის, სიმაღლე 180-185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები, შავი წარბები, შავი წვრილი თვალები, თავისა და სახის წაგრძელებული ფორმა, სწორი და მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები, მომრგვალებული, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი, საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს. ტანთ ეცვა შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ზევიდან სტაფილოსფერი უმკვლავო საწვიმარი, ლურჯი ან შავი ვიწრო ჯინსის შარვალი, ატარებს შავი ფერის სათვალეს, თან დააქვს შავი ფერის ზურგჩანთა და ყავისფერი ხელჩანთა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს, დაუყონებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში",  -  ნათქვამია შსს განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016