მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
საზეიმო ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ექსპოზიციები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „სუხიშვილები", ირმა ნიორაძე და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. საქართველოს ჰიმნი ცნობილმა ქართველმა ბანმა, პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. ოლიმპიური ცეცხლი თავისუფლების მოედნიდან მიიტანეს მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აინთო.
27 ივლისიდან დაიწყება ოლიმპიური შეჯიბრებები. ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 50 ქვეყანა მონაწილეობს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)