reportiori.ge - როგორ განვაახლოთ ძველი ნივთები საკუთარი ხელით – ლელი შევჩენკოს მასტერკლასი (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:50
სხვადასხვა
როგორ განვაახლოთ ძველი ნივთები საკუთარი ხელით – ლელი შევჩენკოს მასტერკლასი (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
27 ივლისი, 2015. 15:00

 

ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი თემა ბავშვებთან მუშაობაა. პატარებთან ურთიერთობისას, მათი თვალით ვუყურებ სამყაროს, ბევრ რამეს უფრო ფერადად და საინტერესოდ ვხედავ.


ლელი შევჩენკო

არქიტექტორი/დიზაინერი/დეკორატორი

 

100-მდე რეალიზებული პროექტის ავტორი, 2013-2014 წწ. - საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, ნომინაცია - საუკეთესო ინტერიერის პროექტი.

ტელ: +995 599 1470 75; Email: leli.shevchenko@mail.ru


ბავშვთა ფსიქოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა პალიტრას, განათებას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უშნო ავეჯს, ნივთებს, არასწორ განათებას სერიოზული შიშებიც კი გამოუწვევია. ზედმეტად აქტიური ფერების გამოყენებით კი, შეიძლება გონებრივი აგზნება და აფორიაქება გამოვიწვიოთ.


პატარებს ხომ უსაზღვრო ფანტაზია გააჩნიათ და მათთვის პირადი ბავშვური ასოციაციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არსებული რეალობა. ამიტომ, მუშაობისას, მაქსიმალურად ვფრთხილობ და მეგობრული საუბრების საშუალებით, ვეცნობი მათ გამოვნებას, ზედმეტად არ ვერევი ფანტაზიებში და უბრალოდ, ვეხმარები ოცნებების რეალობად ქცევაში.


გადავწყვიტე, პატარა მარიკუნას ოთახი მისივე გემოვნებით მომეწყო. გავეცანი, თუ რა ფერის გარემოში გრძნობს თავს კარგად, როგორი ნახატები მოსწონს, როგორ სიზმრებს ხედავს, რომელი პერსონაჟების ნახვა აყენებს კარგ ხასიათზე და ა.შ. შევიარაღდი შესაბამისი ხელსაწყოებით და დავიწყე მუშაობა. დამჭირდა:

* გუაშის საღებავი

* ფუნჯები

* პალიტრა - ზედაპირი, რომელზეც ფერები უნდა გამეზავებინა

* ფანქარი

* მუყაოს რამდენიმე დაფა - მოსახატად

* თეთრი საღებავი


აგარაკის ხის სახლის 2 ოთახს აკავშირებდა ფანჯარა, რომელიც უფუნქციოდ იყო დარჩენილი და პატარას აშინებდა თავისი უშნო ფორმებით.



რადგან ფანჯრის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო და მინები ფაქტობრივად აღარ ჰქონდა, გამოვიყენე მუყაოს ზედაპირები. კომპოზიცია ფანქრით მოვხატე (ბავშვის ოთახში უსაფრთხოება გასათვალისწინებელია, ამიტომ მინა რეკომენდებული არ არის).


ჩარჩო შევღებე თეთრი საღებავით (ერთი დღე დასჭირდა გაშრობას). შემდეგ, ფანქრით მოხატული მუყაოს ნაჭრები ჩავსვი ჩარჩოებში, ბოლოს კი, დავფერე. რადგან ფანჯარა ფერადად მოვხატე. ოთახის კედლები ღია კრემისფერში გადავწყვიტე. ძირითადად, მხიარული ფერები გამოვიყენე, რომელიც კედლის მშვიდმა ფერმა დააბალანსა.



მარიკუნას ძალიან უყვარს მზე, მინდვრები, გვირილები და მხიარული სახლები და შეჰხარის თავის ჯადოსნურ სარკმელს.


ძველი ფანჯარა რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდგომ


ძველი სკივრი, რომელიც გოგონას ოთახში იდგა



მარიკუნამ მითხრა, რომ მოსწონს ლაჟვარდისფერი და წყლის სამყაროს ამსახველი ნახატები. ამიტომ, ამ სკივრზე წყლის ბინადრების და გარემოს დახატვა გადავწყვიტე.


ფერთა ფსიქოლოგიაში მიიჩნევა, რომ ლაჟვარდისფერი და ცისფერი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ეხმარება აზრების კონეცენტრაციასა და ყურადღების გამახვილებაში, ასტიმულირებს ახალი იდეების შექმნას, ბავშვებს ეხმარება შიშის დაძლევაში. თუმცა, მათი დიდი დოზით გამოყენება იწვევს მოწყენილობას, ამიტომ სკივრის დანარჩენი, ძირითადი ნაწილი მწვანე ფერით დავფარე. მწვანე ფერიც დამაწყნარებლად მიიჩნევა. ნორმაში მოჰყავს ნერვული სისტემა, ხსნის ნეგატიურ განწყობას და ბადებს ბუნებასთან კონტაქტის შეგრძნებას.


სკივრი გავწმინდე, ზედაპირი ერთგვაროვანი გავხადე, მოვხატე ნახშირით და შემდეგ დავიწყე ფერებში მუშაობა.



მარიკუნას შეუყვარდა ამ სკივრზე ნებივრობა.


ესეც პატარა კარადა, ზედაპირი ისევ თეთრი დავტოვე, უბრალოდ, მარტივად მოვხატე, რომ გამეხალისებინა.



საერთო ჯამში, პალიტრა ასე გადავანაწილე: ლაჟვარდისფერ-მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სკივრი, მზისფერ-ლურჯ ფერებში შექმნილი ფანჯრის კომპოზიცია და თეთრი, პატარა კარადა მარტივი ნახატით.


ამ  ფერადოვნებას აბალანსებს ღია კრემისფერი კედლები.


მარიკუნას თავისი ოთახი მოსწონს, უხარია ახლებურად შექმნილი გარემო. მე კი, თავს უფლებას ვაძლევ, მშვიდად დავისვენო, დავლიო ყავა და ახალ იდეებზე ვიფიქრო.





წყარო: had.ge


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016