სხვადასხვა
ვაკის პარკის ისტორია...
27 ივლისი, 2015. 21:19
ვაკის პარკი თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე, ვაკის რაიონის ბოლოშია გაშენებული. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო.
ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბის მარშებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს და ქედზე დიდების მემორიალით ბოლოვდება. სამხრეთ-დასავლეთით კი, პარკი ლოკომოტივის სტადიონით სრულდება.
პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი. ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც სავალი გზებია მოპირკეთებული. პარკში საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული.
წყარო:hotinfo.ge
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03