თუკი სამზარეულოში ადგილი არ გყოფნით, ნიჟარასთან მოათავსეთ დიდი დაგა - ეს მარტივი და ძალზე მოსახერხებელია.
მიამაგრეთ კარადის კარზე ჯიბეებიანი „ორგანაიზერი" სხვადასხვა წვრილმანი ნივთებისთვის.
სხვადასხვა ნივთების შესანახი, რომელიც შეგიძლიათ ძველი საქაღალდისგან გააკეთოთ.
მიამაგრეთ მოსახერხებელი თარო ნიჟარასთან და დაალაგეთ ზედ სხვადასხვა საჭირო ნივთები.
კარადის გვერდითა ნაწილიც შეგიძლიათ სასარგებლოდ გამოიყენოთ.
დაამონტაჟეთ ნიჟარის თავზე კომპაქტური თაროები და დაალაგეთ ზედ შუშის ნივთები.
მიამაგრეთ ჭერზე კარნიზი ტაფების და ქვაბების ჩამოსაკიდებლად.
გამოიყენეთ ნებისმიერი სივრცე მაქსიმალურად.
კუთხის კარადა შეგიძლიათ კრეატიულად გამოიყენოთ.
მარტივი თარო სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჯამებისთვის.
ჭიქების დასადები, რომელიც შეგიძლიათ თაროს ქვეშ დაკიდოთ.
გამოიყენეთ სპეციალური მოძრავი თაროები.
მოსახერხებელი მაგიდა, რომელსაც მოხმარების შემდეგ მარტივად დაკეცავთ და ხელს არ შეგიშლით.
ბორბლებიანი, საკმაოდ ტევადი სათავსო.
ბორბლებიანი სათავსო სამზარეულოშიც გამოგადგებათ.
მაქსიმალურად გამოიყენეთ კედლები და ასევე, დაამონტაჟეთ დამატებითი თაროები კარადის თავზე.
წყარო: funtime.ge