reportiori.ge - „თბილისი2015“ - საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:15
სპორტი
„თბილისი2015“ - საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
ავტორი:
28 ივლისი, 2015. 00:59




საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი 39-ქულიანი სხვაობით დაამარცხა

თბილისი 2015-ზე, ვაჟთა კალათბურთში A ჯგუფის მატჩი საქართველო-თურქეთი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 89:50 დასრულდა.


თამაში საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი უპირატესობით დაიწყო, თურქებმა პირველი ნახევრის დასასრულისთვის სხვაობის 5 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა ჩერქეზიშვილის კალათბურთელებმა უპირატესობა მეორე ნახევევაშიც შეინარჩუნეს და საბოლოოდ მატჩი 39-ქულიანი სხვაობით დაასრულეს. ქართველების გამრჩეული ლიდერი გიორგი ბითაძე იყო რომელმაც დამაჯერებლად ითამაშა როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში და 13 მოხსნითა და 13 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა.


13 ქულის ჩაგდება მოახერხა ნიკოლოზ ჩეჩელავილმაც. თურქეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 15 ქულით, ადემ ბაირაკი იყო ხოლო დაცვაში იავუზ გულტეკინი გამოირჩეოდა, რომელმაც 11 ბურთის მოხსნა მოახერხა.


ეს A ჯგუფის პირველი თამაში იყო, საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 28 ივლისს, ბოსნია ჰერცოგოვინასთან გამართავს.


„28-ში ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ვეთამაშებით, შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ამავე დროს ძალები ლატვიასთან თამაშისთვისაც შემოვინახოთ," - განაცხადა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.


თურქეთის ეროვნული გუნდი 28 ივლისს ლატვიის საკალათბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016