reportiori.ge - იგორ კოლომოისკი: სააკაშვილს გუბერნატორად არ მივიჩნევ, ის დაქირავებული მუშაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:12
მთავარი თემა
იგორ კოლომოისკი: სააკაშვილს გუბერნატორად არ მივიჩნევ, ის დაქირავებული მუშაა
ავტორი:
28 ივლისი, 2015. 02:10


დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი სააკაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ოდესის ოლქის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. კოლომოისკი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს გუბერნატორად არ მიიჩნევს, რადგან ის „შაბაშნიკია" და „პოლიტიკურ საშოვარზეა".


ოდესის ოლქის ხელმძღვანელსა და კოლომოისკის გუნდის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სააკაშვილი ქალაქ ჩერნიგოვში ჩავიდა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „პოროშენკოს ბლოკის" კანდიდატის მხარდასაჭერად, რომლის მეტოქეც კოლომოისკისთან დაახლოებული ბიზნესმენია:


„სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლებ. მან თქვა, რომ აქვს მასალები კონტრაბანდასთან ჩემი კავშირის შესახებ, რომ მის ხალხს ქრთამს ვთავაზობდი. საუბარია საქართველოს გენერალურ პროკურორზე, შინაგან საქმეთა მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მოვდივარ რაღაც საგადასახადო პრობლემების განსახილველად და ქრთამს ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და გენპროკურორს?" - განუცხადა კოლომოისკიმ ჟურნალისტებს.


კოლომოსკის აზრით, სააკაშვილი „გულის სირღმეში საქართველოზე ოცნებობს", ამავე დროს, „უკრაინის პრეზიდენტის სავარძლისკენაც იყურება".


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016