სოციალური თუ ხვა სახის მედიის განვითარებამ ბევრი „სელებრითის" კარიერის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. ცნობილი სახეები ფოტოკამერებისა და ობიექტივების წინაშე თითქმის მუდმივ რეჟიმში პოზიორობენ და საზოგადოებას ჰოლივუდის მსახიობებისა და ცნობილი პოლიტიკოსების იმიჯი ყოვეთვის მოწესრიგებული ახსოვს. თითქოს ისინი ასეთებად, განსაკუთრებული იღბლის მქონე ადამიანებად დაიბადნენ. თუმცა, ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ „სელებრითობამდე" მიმავალი გზა ბევრი ტკივილისა და შრომის შედეგია. დღეს ყველაზე პოპულარული სახეები კი ახალგაზრდობაში ისეთები იყვენენ, როგორც თუნდაც ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი საქართველოში.
„რეპორტიორი" „სელებრითების" უცნობ ფოტოებს გთავაზობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ დიდი შრომის შედეგად თქვენც შეძლებთ იდეალური პარამეტრებისა და გარეგნობის მქონე ადამიანად გარდასახვას.
ამერიკელი მსახიობი და რესტლერი უეინ (კლდე) ჯონსონი, 1987 წელი.
ფრენკ სინატრა მომღერლის კარიერის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, 1938 წელი.
მსახიობი ვინ დიზელი, 1985 წელი. ვინ დიზელმა მისი პირველი როლი კინოში, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეასრულა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, მერილ სტრიპი, 1963 წელი.
მაიკლ ჯორდანი მისი კარიერის დასაწყისში, სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი, 1983 წელი.
ლეგენდარული the beatles, ამ ფოტოზე წარმოდგენილნი არიან, როგორც ჯგუფი japage 3, 1958 წელი.
ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სტივ ბუშემი, 1976 წელი.
მორგან ფრიმენი სერიალში „ელექტრონული კომპანია" 1970 წელი.
ბარაქ ობამა პირველ კურსზე, კოლეჯში- occidental, 1980 წელი.
კიმ კარდაშიანი და ნიკოლ რიჩი, 1994 წელი.
მილა იოვოვიჩი, 1988 წელი.
ბრედ პიტი სკოლაში, კალათბურთელთა რიგებში, 1977 წელი.