reportiori.ge - ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
საზოგადოება
ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება
28 ივლისი, 2015. 10:58


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქოში მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.



პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა, სადაც გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.


 

კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძეfacebook"-გვერდზე წერს, რომ დღეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში დაბრუნდება.



სასიხარულო ინფორმაცია... როგორც გერმანიიდან გვაცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 28 ივლისს, თბილისში დაბრუნდება, უწმიდესი 16 საათსა და 30 წუთზე სამების საკათედრო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს", - წერს ვარდოსანიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016