reportiori.ge - დავით კირვალიძის დაკითხვა დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
სამართალი
დავით კირვალიძის დაკითხვა დასრულდა
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 23:04

საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, დავით კირვალიძემ ე.წ მოდულის შენობა დატოვა. ყოფილი მინისტრი  დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.  

როგორც კირვალიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მას კითხვები ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. მისივე თქმით, კითხვები მამუკა ივანიაძესთან დაკავშირებით არ ყოფილა. ყოფილმა მინისტრმა  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე  დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საჭიროების, შემთხვევაში მზად არის გამოძიების შეკითხვებს კვლავ უპასუხოს.

დავით კირვალიძე ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მოწმის სტატუსით გუშინაც დაიკითხა.

საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016