16 აგვისტოს ბათუმში რუსული შანსონის ცნობილ წარმომადგენელს, მიხაილ შუფუტინსკის ელოდებიან. მომღერალი აჭარაში სოლო კონცერტს გამართავს.
შუფუტინსკი საქართველოში კომპანია "music promotion"-ს ჩამოჰყავს. "პრაიმტაიმნიუსი" დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ რუსული შანსონის შემსრულებლის საქართველოში ჩამოყვანა. როგორც ორგანიზატორებმა განგვიმარტეს, იყო სხვა რამდენიმე ვარიანტიც, თუმცა საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე საბოლოო არჩევანი სწორედ მიხაილ შუფუტინსკიზე შეჩერდა.
„გამოკითხვა ჩატარდა და გაირკვა, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი სწორედ შუფუტინსკის კონცერტს ისურვებდა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მისი ჩამოყვანა", - განგვიმარტეს კომპანია "music promotion"-ში.
მიხაილ შუფუტინსკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50-დან 90 ლარამდე მერყეობს.
წყარო: primtimenews. ge