reportiori.ge - ფოტოქურდობა სოციალურ ქსელში- ახალი საფრთხე მშობლებისთვის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:53
სხვადასხვა
ფოტოქურდობა სოციალურ ქსელში- ახალი საფრთხე მშობლებისთვის...
ავტორი:
28 ივლისი, 2015. 23:24


 

ბევრი ჩვენგანი გამუდმებით დებს ბავშვის ფოტოებს სოციალურ ქსელში. თუმცა ზოგიერთი ფოტოების განთავსების დროს არ უთითებს, რომ მისი ნახვა მხოლოდ მეგობრებს შეუძლიათ, პოსტები საჯარო ხდება და ნახვა შეუძლია ყველას, ვისაც მოესურვება, ნაცნობსა და უცნობს. ამას კი ყოველთვის როდი მოსდევს კარგი შედეგები.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ახალი უსიამოვნო მოდა დამკვიდრდა - "ციფრული კიდნეპინგი". ზოგიერთი მომხმარებელი იპარავს ბავშვების ფოტოებს სხვა მომხმარებლების გვერდებიდან და თავის ექაუნთებზე ათავსებს. უფრო ხშირად ამით ახალგაზრდა უშვილო ქალები არიან დაკავებული, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ სოციალურ ქსელში ნაპოვნ "საყვარელ სიფათებს". ეს უაზრო თამაშია, მართალია, უსაფრთხო, მაგრამ ამ ბავშვების მშობლებისთვის არც ისე სასიამოვნო.

თუმცა "ციფრული კიდნეპინგი" მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. ამაში მამაკაცები და ქალები არიან ჩართული, რომლებიც ბავშვების ფოტოებს თავიანთ ექაუნთზე ისე დებენ, თითქოს მათი საკუთარი შვილები არიან. რა მიზანი ამოძრავებთ, ეს გაუგებარია.


წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ამერიკელ დანიკა პატერსონს, როცა ცოტა ხნის წინ ვიღაც უცნობ მამაკაცთან გვერდზე იპოვა თავისი 4 წლის გოგონას ფოტოები - ის კაცი ამტკიცებდა, რომ თავისი შვილის ფოტოებს დებდა. ფოტოებს საკმაოდ


ინტიმური მინაწერებიც ამშვენებდა, მაგალითად: "ეს ჩემი ქალური ვერსიაა", ან "ჩემი ქალიშვილი ყველა ბიჭს გადარევს". დანიკამ ეს ყველაფერი მაშინ აღმოაჩინა, როცა უცნობი მამაკაცის ფეისბუქის გვერდის შესახებ მეგობარმა ამცნო.


ადრე ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა ლინდსი პერისს. მისი წლი-ნახევრის ვაჟის ფოტოები სრულიად უცნობმა ახალგაზრდა გოგონამ "მიითვისა" - ამტკიცებდა, რომ ეს მისი შვილი იყო. "შიშისგან გავქვავდი. პანიკაში ჩავვარდი და არც კი ვიცოდი, რა მექნა", - აღიარებდა ლინდსი. მერე პირდაპირ მისწერა იმ გოგონას, მანაც ბოდიში მოუხადა და სასწრაფოდ წაშალა ფოტოები.


დანიკას ნაკლებ გაუმართლა. მისმა მიმართვებმა მამაკაცისადმი, რომელმაც მისი ქალიშვილი "იშვილა", არანაირი შედეგი არ გამოიღო. არც ფეისბუქის ადმინისტრაცია დაეხმარა მოპარული ფოტოების წაშლაში და ახლა სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფოტოები მართლა თავის შვილს ეკუთვნის და არა იმ კაცისას. მხოლოდ ამის მერე აიძულებს მამაკაცს, მისი ქალიშვილის ფოტოები წაშალოს.


ასე რომ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბავშვების (განსაკუთრებით, გულახდილ და შიშველ ფოტოებს) ათასგვარი გადახრილი აზრების მქონე ადამიანებიც იყენებენ ხოლმე (იხილეთ სტატია), ასჯერ და ათასჯერ უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამა თუ იმ ფოტოს გავავრცელებთ სოციალური ქსელით და ასევე აუცილებლად მივუთითოთ ბავშვების ფოტოებს, რომ ის მხოლოდ მეგობრებმა უნდა ნახონ.



წყარო: mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016