reportiori.ge - შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ქურდობაში ამხილეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:41
სხვადასხვა
შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ქურდობაში ამხილეს
ავტორი:
29 ივლისი, 2015. 14:03



გთავაზობთ ცნობადი სახეების დიდ შეცდომებს, რომელიც ცუდ მოგონებად დაჰყვებათ მათ მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე. სტატიაში წარმოდგენილია ის ცნობადი სახეები, რომლებიც ამხილეს ქურდობაში.


მეგან ფოქსი

მის მოგონებაში ყველაზე ცუდი გასახსენებელი არის ფაქტი, რომელიც მას გადახდა ფლორიდაში. ბავშვობაში მას აკრძალული ჰქონდა სუპერმარკეტ Walmart-ში წასვლა, რადგან ერთ დღეს იქ სტუმრობისას მეგანმა ტუჩსაცხის მოპარვა სცადა, მაგრამ მაღაზიის დაცვამ ვიდეოკამერებით დააფიქსირა. გოგონას გულწრფელი მონანიების შემდგ პოლიციას არ გამოუძახეს, ოღონდ მეგანს მოსთხოვეს, მათ მაღაზიაში აღარ შესულიყო.

 

 

კეშა

კეშა დღეს ცნობილი მომღერალია, მაგრამ მის წარსულზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. სანამ წარმატებას მიაღწევდა, კეშა ჩვეულებრივ ოფიციანტად მუშაობდა,  ამიტომაც ფული არასოდეს ყოფნიდა და როგორც თვითონ აღიარებს, უარს არ ამბობდა პატარა მაღაზიებში წვრილმან ქურდობაზე.

 

 

 


ო.ჯეი სიმპსონი

ცნობილ ამერიკელ ფეხბურთელსა და მსახიობს ო.ჯეი სიმპსონს  ძალიან მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს, რამაც საბოლოოდ ციხემდე მიიყვანა, სადაც 33 წლის გატარება მოუწევს. 1994 წელს მას ბრალი წაუყენეს მეუღლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში, თუმცა ადვოკატების წყალობით სასამართლომ გაამართლა. 2008 წელს სიმპსონი კვლავ დააკავეს შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით. გამოძიებისას კი გაირკვა, რომ სიმპსონი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ყოფილა და ამჯერად განაჩენი მისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა - 33 წელი ციხეში უნდა გაატაროს.

 

 


ფერა ფოსეტი

გასული საუკუნის 70-იან წლებში ფერა ფოსეტი ეპოქის  სექს-სიმბოლოდ იყო აღიარებული. თუმცა კარიერის პიკზე მყოფი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა - მას ქურდობა დააბრალეს და ჯარიმის გადახდა მოუწია.

ფოსეტის განცხადებით, მაღაზიამ არ დაუბრუნა იმ ტანსაცმლის საფასური, რომელიც მან უკან დააბრუნა. ამიტომ, სამართლიანობის აღსადგენად, ფერამ ამავე თანხის ტანსაცმელი მოიპარა, რაც აღიარა კიდევ პოლიციაში, როცა ქურდობისას დააკავეს. სამართალდამცავებმა ასეთი ახსნა-განმარტება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს და ფოსეტს ჯარიმის გადახდა მოუწია.

 

 

ვაინონა რაიდერი

ჰოლივუდის ვარსკვლავი ვაინონა რაიდერი 2001 წლის 12 დეკემბერს ბევერლი-ჰილზის ცნობილ მაღაზია „Saks Fifth Avenue"-ში ეშმამ აცდუნა. უკვე ძალიან პოპულარული და „ოსკარზე" ორჯერ ნომინირებული ვაინონა საშინელ სკანდალში გაეხვა, როცა კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ჩურთავდა ჩანთაში  რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ნივთებს.

მაღაზიის ხელმძღვანელობა იმდენად აღშფოთდა, რომ საქმის გახმაურებას არ მოერიდა, უფრო მეტი - ვაინონა დააპატიმრეს კიდეც. სასამართლოში საქმის განხილვისას რაიდერს ნარკოტიკების მოხმარებაც დაუდგინდა. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ეს სკანდალი, რომ არა ვაინონას თაყვანისმცემელთა არმია. შედეგად,  კინოვარსკვლავს უზარმაზარი ჯარიმა, 480 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ნარკოდამოკიდებულების იძულებითი მკურნალობა მიესაჯა.


 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016