reportiori.ge - ლეოპოლდ II – კაციჭამია, სისხლიანი მეფე, რომელიც ბელგიაში გმირადაა შერაცხილი – დიდი ევროპული ბოროტების ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 11:33
სხვადასხვა
ლეოპოლდ II – კაციჭამია, სისხლიანი მეფე, რომელიც ბელგიაში გმირადაა შერაცხილი – დიდი ევროპული ბოროტების ისტორია
ავტორი:
29 ივლისი, 2015. 18:19


 

ჩვენ ქართველები არ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კეთილები ვართ. ჩვენ არ ვხოცავდით და არ ვაწმებდით მცირეწლოვან ბავშვებს სრულიად უმიზეზოდ.

ჩვენი წინაპრები არ წვავდნენ შავკანიანებს, არა აჭრიდნენ მათ ხელ-ფეხს და მთელ ერებს არ ჟლეტდნენ საკუთარი ბინძური ინტერესების გამო. ეს ხდებოდა სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ და ამ მასობრივ ჟლეტას, წამებას და ერების განადგურებას ხემძღვანელობდა ბრიუსელი, დღესდღეობით ევროკავშირის დედაქალაქი.

 

 

 

 

უბედური მამა უყურებს ბელგიელი კოლონიზატორების მიერ მისი გოგოსთვის მოკვეთილ ხელ-ფეხს

 

ის, რაც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა და დღემდე ხდება აფრიკაში, მასმედიის დიდ ინტერესს არასდროს იწვევდა. ჩვენ ყველას გვსმენია ჰოლოკოსტზე და სომხების გენოციდზე, მაგრამ რამდენ ჩვენგანს გაუგია იმ საშინელებების შესახებ, რასაც აფრიკის კონტინენტზე ჰქონდა ადგილიმაქსიმუმ რაც შეიძლება თქვენ გაგიგიათ, ალბათ რუანდაში მომხდარი გენოციდია, მაგრამ ამ გენოციდის სრული სურათი ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. დღეს ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და არაადმიანურ რეჟიმზე კონგოს თავისუფალ სახელმწიფოზე" მოგიყვებით, რომლის შესახებაც თითქმის ყველამ დაივიწყა.

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარი დასამახსოვრებელი იყო ევროპული ქვეყნების მიერ მთელი აფრიკის კოლონიზაციის პროცესით. ევროპული ქვეყნები უკვე იმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თუ ვის უფრო მეტი კოლონია ეყოლებოდა. ლიბერია და ეთიოპია ორად ორი აფრიკული ქვეყანაა, რომელთა დამონებაც ევროპელებმა ვერ შეძლეს. 1884 წელს ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ევროპული ქვეყნები კოლონიების გაფართოების გეგმებს ადგენდნენ.  ბერლინის კონფერენციაზე ბელგიის მეფე ლეოპოლდ II- დააფუძნა კონგოს საზოგადოება", სადაც ცნობილი მკვლევარები (მაგ. ჰენრი სტენლი) მიიწვია. კონგოს საზოგადოებას" კი გადაეცა კონგოს სახელმწიფო.

 

მას შემდეგ, რაც ბელგიის მონარქმა ლეოპოლდ II- კონგო მიიღო კერძო საკუთრებად, მას ამ ქვეყნაში ყველაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა და არაფერში არ იყო შეზღუდული. გამოდის, რომ საწყალი კონგოელების ბედი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა. ლეოპოლდმა მთელი კონგო საკუთარ შრომის ბანაკად აქცია და თითქმის ყველას, პატარა ბავშვების ჩათვლით, კაუჩუკის პლანტაციებზე ამუშავებდა. ალბათ, გაინტერესებთ, კაუჩუკს რაში იყენებდნენ ბელგიელები? იმ დროს პრეზერვატივები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ევროპაშირასაც ძირითადად კაუჩუკისგან ამზადებდნენ. კაუჩუკი ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ველოსიპედების ბორბლების დასამზადებლად.

 

ბელგიელები გეგმის ვერშესრულების შემთხვევაში კონგოელებს ხელის მტევანს აჭრიდნენ და მცირეწლოვან ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ. იმისთვის, რომ მოსახლეობაში შიში დაეთესათ, ბელგიელი მონარქის ბრძანებით, საჯაროდ აწამებდნენ კონგოელებს, ჯვარზე აკრავდნენ, თოკებით აბავდნენ და მზეზე ხრუკავდნენ, მშობლების თანდასწრებით შვილებს ხელ-ფეხს აჭრიდნენ და პლანტატორები მათ ცოცხლად ჭამდნენ.

 

 

 

ლეოპოლდ II-ის მმართველობის მსხვერპლ კონგოში

 

 

 

ჯაჭვებით დაბმული კონგოელები

 

 

კონგოში დატრიალებული ტრაგედია და ევროპელების კანიბალიზმი მართლაც შთამბეჭდავი იყო, რის შედეგადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

 

ანუ გამოდის, რომ ყოველი მეორე კონგოელი გარდაიცვალა. აი, ეს ახლოსაც ვერ მივა ე.წ. „სტალინის რეპრესიებთან" ან თუნდაც „უკრაინელების გოლოდომორთან", რაც ხელოვნურად იქნა აგორებული დასავლეთის მიერ. აი, კონგოში ევროპელების ველური და არაადამიანური საქციელი კი ევროკავშირს დღემდე არ უღიარებია.

 

უფრო მეტიც, თითქმის ყველა ბელგიურ ქალაქში ლეოპოლდ II-ს, კაციჭამია, არაადამიან მმართველს ძეგლი აქვს აღმართული.

 

ეს უკვე ცინიზმის პიკია, როდესაც ლეოპოლდ II-ისნაირ ნაძირლებს ძეგლი აქვთ ძალიან ბევრ ქალაქში, მაშინ როდესაც სტალინის (ადამიანის, რომელმაც მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან) ძეგლის ქონა სამარცხვინოდ ითვლება.

 

 

 

ბელგიის ქალაქ არლონში ლეოპოლდ II-ის ძეგლზე გაკეთებული წარწერა: მე კონგოში მუშაობა დავიწყე ცივილიზაციის და ბეგლიის ინტერესების გამო"

 

 

 

წყარო: politicano01.wordpress.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016