reportiori.ge - 20 საუცხოო ადგილი დაუვიწყარი დასვენებისთვის... (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 03:33
სხვადასხვა
20 საუცხოო ადგილი დაუვიწყარი დასვენებისთვის... (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
30 ივლისი, 2015. 01:20




დასვენების დღეები, დღესასწაულები ან შვებულება არც სე ხშირად გვაქვს ცხოვრებაში, მაგრამ, თუ ცოტას მოვინდომებთ, შევძლებთ ოცნება რეალობად ვაქციოთ და დაუვიწყარი დასვენება მოვიწყოთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე ორიგინალურ იდეას რელაქსაციის მოსაწყობად:


 

პეპლის ბუდის ჰამაკი

ჰამაკი თავისთავად გულისმობს დასვენების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, თუმცა, ასეთი ერთი შეხედვით უცნაური ფორმის ჰამაკი, გაძლევთ გარანტიას, დაიცვათ თავი მზის სხივებისგან, მოიწყოთ მყუდრო „ბუდე" და უბრალოდ, დაისვენოთ სასიამოვნოდ. კონკრეტულად ეს ჰამაკი ფილიპინების ერთ-ერთ პლაჟს ამშვენებს.


 


მინი- ნახევარკუნძული საბერძნეთში

მინიატურულ ნახევარკუნძულზე დასვენება საბერძნეთში ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. ეს ადგილი ბევრ რამეს აერთიანებს: ზღვის ტალღები, სიგრილე, არაჩვეულებრივი მომსახურება და ცივილიზაციის ყველა საშუალებასთან წვდომა.


 


ჰამაკი კუნძულ დედონზე

კიდევ ერთი საოცარი ჰამაკი ფილიპინებზე, ამჯერად- კუნძულ დედონზე, ეს არის ნამდვილი ჰაერში დაკიდებული სამოთზე წყალზე.


 


მინერალური აუზი პამუკალლეში

პამუკალლე საოცარი ადგილია, რომელიც თურქეთის სამხრეთ- დასავლეთით მდებარეობს. ის ცნობილია გეოთერმული წყაროებით და განსაკუთრებული ბუნებრივი აუზებით. საოცარია, მაგრამ ეს ულამაზესი დიზაინი თვით ბუნების ქმნილებაა, ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ადგილობრივები მცირე თანხის სანაცვლოდ, იოლად უშვებენ აუზებში საბანაოდ ნებისმიერ მსურველს და თუ თქვენც გაგიჩნდათ სურვილი ამ საოცრების ნახვისა, უნდა იჩქაროთ, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური აუზების მშენებლობა, რაც ბუნების ამ შედევრს დემონტაჟით ემუქრება.



სახლი ხეზე, ნიკარაგუა.

ბავშვობაში ბევრი ოცნებობდა ხეზე პატარა სახლის აშენებაზე. ნიკარაგუაზე კი ეს ოცნება აიხდინეს და უზარმაზარ ხეზე ააგეს სახლი, რომელიც ბევრ სტუმარს იტევს.

 


ბაღი წყალზე

ფანტასტიური ბაღი, რომელშიც წყალი და მიწა ერთმანეთში ისეა შერწყმული, რომ ულამაზეს სანახაობას ქმნის, ახალ ზელანდიაში მდებარეობს.

 

 


აუზი-გამოქვაბული

ეს ულამაზესი აუზი ყინულის გამოქვაბულში, საბერძნეთში მდებარეობს და საუკეთესო თავშესაფარია გრილი და სასიამოვნო დასვენებისთვის.


 


მდინარის კურორტი ბალიზე

ინდონეზიური კუნძულის ეს პატარა სამოთხე, ერთდროულად, ხიდის და დასასვენებელი ადგილის როლს ასრულებს.



მცურავი რესტორანი მალდივის კუნძულებზე

ეს საოცარი რესტორანი ინდონეზიის ოკეანის ეკვატორულ წყლებზე მდებარეობს. აქ სტუმრები სპეციალური კატერით მიჰყავთ, რის შემდეგაც ისინი ოკეანის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.


 


რეგატა, ამფიბია, შვეიცარია

ამ ექსკურსიის დროს, არ დაგჭირდებათ ნავიდან ავტომობილში გადაჯდომა ან პირიქით. ეს ავტომობილი- ამფიბია ერთნაირად კარგად გადაადგილდება, როგორც ხმელეთზე, ისე-წყალში.


 


ჰოუმ -აილენდი, კანადა

ამ მინიატურულ კუნძლზე მხოლოდ ერთი სახლია და აქ დასვენების დღეების გატარება ნამდვილი ნეტარებაა.


 


მინის ბიბლიოთეკა, გერმანია.

უქმეების ბიბლიოთეკაში გატარებაზე, ალბათ ბევრი არ ოცნებობს, თუმცა ყველაფერი გარემოზეა დამოკიდებული. შეაფასეთ ამ არაჩვეულებრივი, მწვანეში ჩაფლული ბიბლიოთეკის მდიდრული იერსახე.


 


ტერასა ხეზე

ტაილანდში უამრავი უზარმაზარი ხე არსებობს, რომელზეც, სურვილის შემთხვევაში, ცხოვრება შეიძლება. ერთ-ერთ კურორტზე კი, აი, ასეთი სასიამოვნოდ უცნაური ტერასა „ბუდე" ააშენეს, რომელიც ამავდროულად რესტორანიცაა.

 


კოლუმბიური ბუნგალოები

საოცარი ბუნება, ველური ბუნგალოები, სიმწვანე და ჰამაკები ამ ადგილს ნამდვილ ტროპიკულ სამოთხედ აქცევს.



პლაჟი პუერტო- ვალიადო

ეს ფუტურისტული ქანდაკება მეხიკოში იმისთვის გააკეთეს, რომ სურვილის შემთხვევაში, ლამაზი ფოტო გადაიღოთ ან უბრალოდ, ოკეანის ხედით დატკბეთ.


 


კინო-აუზი

მაყურებლის მიზიდვის ეს შთამბეჭდავი ხერხი კინოთეატრების მეპატრონეებმა მოიგონეს. ასეთ აუზ- კინოთეატრში მაყურებელი უყურებს ფილმს და თან წყალზე ტივტივებს მოსახერხებელ სავარძელში მოკალათებული.


 


ნავით სეირნობა. ალასკა.

ალასკაზე სპეციალური მეთოდი მოიგონეს, ვისაც ადრენალინი სწყურია, ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს ან უბრალოდ, ალასკის ულამაზესი ხედებით ტკბობა ხიბლავს.


 


ნავი-აუზი

ამერიკის ქალაქ სიეტლში ეს დასვენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა- პატარა ხის ნავი, რომელზეც აუზია მოწყობილი მდინარეზე დაცურავს და მასზე დაუვიწყარი დროის გატარება შეიძლება.


 


აუზი სახურავზე

დღეს, ალბათ, აუზით სახურავზე ვერავის გააკვირვებ, თუმცა შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში, სწორედ ასეთ აუზში, ზაფხულში- გაგრილება და ზამთარში გათბობაა შესაძლებელი.


 


საზღვაო გასეირნება კეფალონიაში

გამოქვაბულში სეირნობა წყალზე მოცურავე ნავით, სრულიად მისტიკურ და ამოუცნობ ადგილებში, გულგრილს არავის დატოვებს. სწორედ ასეთ გართობას გვპირდებიან კუნძულ კეფალონიაზე.


 

 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016