reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: კარგია, რომ საქართველოში ყველაზე თანამედროვე პრეპარატები დამზადდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:12
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: კარგია, რომ საქართველოში ყველაზე თანამედროვე პრეპარატები დამზადდება
31 ივლისი, 2015. 13:21


თბილისში, ვაჟა ფშაველას N 16-ში,  სახელმწიფო პროგრამის  აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.  შპს   „ჰემოლაინის" ახალი ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ლიტვის ეროვნული სისხლის ბანკის,  იტალიური ბიოპროდუქტების წარმოებაში ლიდერი კომპანია „კედრიონის" და სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „იმუნას" ხელმძღვანელები.


 კომპანია ჰემოლაინი" დაფუძნდა პროგრამის აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია, რომელიც ამზადებს სისხლის ბიოპრეპარატებს. ასეთი პროდუქცია, რაც აქ მზადდება,  დიდი რაოდენობით შემოდიოდა იმპორტის სახით და დღეს გვექნება უკვე ადგილობრივი წარმოება. ამ საწარმოში გამოყენებულია ევროპული GPM სტანდარტები. საწარმო შექმნილია სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი კომპანიების გამოცდილების გათვალისწინებით. სახელმწიფო პროგრამამ აწარმოე საქართველოში" ჰემოლაინი" დააფინანსა ნაწილობრივ, როგორც არის გათვალისწინებული. ძალიან კარგია, რომ საქართველოში დამზადდება ყველაზე თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც გამოყენებული იქნება, პირველ რიგში, ადგილობრივი მოთხოვნებისთვის და რა თქმა უნდა, ექსპორტიც არის გათვალისწინებული" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ჰემოლაინი" დონორული სისხლის კომპონენტებს ამზადებს და სისხლის პლაზმიდან უნიკალურ ფარმპროდუქტებს  აწარმოებს. კომპანიის მიერ შეგროვებული პლაზმა გადამუშავდება იტალიელი პარტნიორის დახმარებით. წარმოების პროცესში გამოყენებული იქნება სისხლის ლაბორატორიული კვლევისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავდროულად,  საწარმოო პროცესის შიდა  მონიტორინგი განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეგულაციებით, ევროსაბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და იტალიური პარტნიორი ფირმა „კედრიონის" მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.


საბოლოო პროდუქტის ნაწილის რეალიზება მოხდება საქართველოს ყველა რეგიონში.  ძირითად მომხმარებლებად განსაზღვრულია  სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებები და ფარმაცევტული ქსელები. კომპანიის გაფართოების ფარგლებში დაგეგმილია ფილიალების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში. პროდუქციის დარჩენილი ნაწილი  საექსპორტო ბაზარზე გავა. კომპანიაში დასაქმებულია 15-მდე ადამიანი.


საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრის გახსნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული პროდუქციის უნიკალურობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჯამური საინვესტიციო  ღირებულება  3 375 000 ლარია, იაფი სესხის მოცულობა კი 1 912 500 ლარს შეადგენს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016