პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ინტერპოლის გადაწყვეტილებას, თავდაცვის ყიფილი მინისტრის დავით კეზერაშვილიs მიმართ ძებნის გაუქმებასთან დაკავშირებით, უარყოფით მოვლენად აფასებს. საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი არსებული ხელისუფლებისთვის წამგებიანია, რაც მოახლოებულ არჩევნებზე გავლენას იქონიებს.
„ამ პროცესს უკვე სიტყვა სერია ესადაგება. როგორც ჩანს, საქართველოს პროკურატურა და ის სტრუქტურები, რომლებიც დღეს საზოგადოების წინაშე, ქვეყანაზე პასუხისმგებლები არიან, სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ.
ჩემთვის ამ საკითხის სამართლებრივი საფუძვლები ძნელი გასარკვევია, რამეთუ ამ თვალსაზრისით არ ვარ ჩახედული საქმეში. ამ მომენტში, როცა არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ხელისუფლების იმიჯზე ასეთი დარტყმა წამგებიანია. თუ წითელი ცურკულარით ძებნილთა სიიდან პიროვნების ამოღების პირველი შემთხვევა შემთხვევითობად შეიძლება აღქმულიყო, ახლა უკვე კანონზომიერების ხასიათს იღებს და ეს ამ ხელისუფლებას წამგებიან იერს აძლევს. ეს გავლენას იქონიებს არჩევნებზე",-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.