reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: კეზერაშვილის მიმართ ძებნის გაუქმება არ შეიძლება შემთხვევითი გაუგებრობის ბრალი იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:05
სამართალი
ნანა კაკაბაძე: კეზერაშვილის მიმართ ძებნის გაუქმება არ შეიძლება შემთხვევითი გაუგებრობის ბრალი იყოს
31 ივლისი, 2015. 22:28



უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ინტერპოლის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტას ეხება, „რეპორტიორს" ესაუბრა. კაკაბაძის თქმით, ეს არ შეიძლება, შემთხვევითი გაუგებრობის ბრალი იყოს.



„თავისთავად აბსურდია ის, რომ ინტერპოლმა ამოიღო კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან. ჯერ ადეიშვილის ამოღება და ახლა კიდევ კეზერაშვილი. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი გაუგებრობის ბრალი. ან პროკურატურამ მიზანმიმართულად არ გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო  დევნისთვის, ან სახეზე გვაქვს პირდაპირი მხარდაჭერა იმ ძალისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

 

როდესაც ხელისუფლება ინდიფერენტულია, როდესაც ის თავის ღირსებას ვერ იცავს, როდესაც იგი პროტესტს ვერ აცხადებს მაშინ, როცა ქვეყნის ღირსება  პირდაპირი მნიშვნელობით ილახება, უკრაინის თუ სხვა ქვეყნების მიერ და ის ამაზე რეაგირებას ვერ ახერხებს, ბუნებრივია, მოსალოდნელია ამ პროცესის გაგრძელება.

 

რა თქმა უნდა,  დასავლეთი ხედავს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ან შეთანხმებით აკეთებს ამ ყველაფერს, ან უსუსურია და ხმას ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდება", -აცხადებს ნანა კაკაბაძე.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016