reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: ეს არის უპატივცემულო და აგდებული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:28
სამართალი
ირაკლი ბათიაშვილი: ეს არის უპატივცემულო და აგდებული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ!
31 ივლისი, 2015. 22:31



„სახალხო კრების" წევრი ირაკლი ბათიაშვილი „რეპორტიორს" თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გაუქმებასთან დაკავშირებით ესაუბრა. მისი თქმით,  საერთაშორისო ორგანიზაციები  საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშკარა უპატივცემულობას გამოხატავენ. ირაკლი ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მოსალოდნელი იყო.


„ის, რომ დავით კეზერაშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია მთელ რიგ დანაშაულებში,  წითელი ცირკულარით ძებნა მოუხსნეს, არ არის მხოლოდ საქართველოს პროკურატურის ბრალი.

 

ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ,  საგარეო ასპარეზზე ურთიერთობები  მოგვარებული არ აქვს. ჩვენი ხელისუფლების ავტორიტეტი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ყველა აბსოლუტურ  იგნორირებას უკეთებს მის მოთხოვნებს. დავიწყოთ იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არათუ გადმოსცეს ქვეყანას, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელზეც ასევე სისხლის სამართლის ძებნაა გამოცხადებული, არამედ გუბერნატორად დანიშნეს. იგივე ხდება კეზერაშვილთან დაკავშირებითაც. ეს არის სრულიად უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლების მუშაობა საგარეო ასპარეზზე წარუმატებელია. ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს ავტორიტეტი არც ევროპაში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

აშკარა იყო, რომ კეზერაშვილს ექსტრადირებას არ უპირებდნენ. ეს კი უკვე ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან მის გვარს ამოიღებდნენ წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან",-აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016