ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გაუქმებას სამარცხვინო მოვლენად აფასებს. ხაჭაპურიძე განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს.
„ამაზე შეიძლება მხოლოდ ერთი კომენტარის გაკეთება - სირცხვილია! სირცხვილი იმათ, ვისაც კეზერაშვილის საქართველოში ჩამოყვანა ევალებოდა. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც „ჩვენი მეგობრები" არიან, მათაც „მადლობა". არ ვიცი, სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.
ჯერ იყო ადეიშვილი, ახლა კეზერაშვილი, შემდეგ იქნება სხვა. 25 წლის განმავლობაში, იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით, მოგვიყვანეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ადამიანებმა, რომლებსაც არანაირი საერთო არ ჰქონდათ პოლიტიკასთან, პარტრიოტიზმთან, განათლებასთან, წიგნიერებასთან და პროფესიონალიზმთან, სამწუხაროდ, დღესაც იგივე გრძელდება",-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.