reportiori.ge - ირმა ინაშვილი: სახელმწიფომ ადამიანებს თავგანწირვის აზრი დაუკარგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:06
საზოგადოება
ირმა ინაშვილი: სახელმწიფომ ადამიანებს თავგანწირვის აზრი დაუკარგა
01 აგვისტო, 2015. 02:13



ჟურნალისტი ირმა ინაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრის შესახებ წერს. ინაშვილის თქმით, უკვე დამკვიდრდა ტერმინი „ნაც-ქოცები" რაც ნიშნავს, რომ თეთრი და შავი ერთ სახეს იძენს.



მეორე დღეა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები ერთი და იგივე შეკითხვას მისვამენ. აზრი ასეთია: ვუპირისპირდებოდით სააკაშვილის რეჟიმს. დავკარგეთ სამსახურიც, ქონებაც. გადავიტანეთ დევნა, რეპრესიები. ველოდით, რომ მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და დაფასდებოდა ეს ბრძოლა. ახლები კი, ისევ ძველი კადრების დაწინაურებით არიან დაკავებულნი. თანაც, კადრებს გააჩნია. რეჟიმის იდეოლოგები მიიწევენ წინ და წინ... რა არის ეს, რა მოვლენაა? კოჰაბიტაციის ნაირსახეობაა? ღალატია? ხალხის დაცინვაა? თუ ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში ადგილი არ აქვს პოლიტიკური ნიშნით შევიწროებას და დემოკრატიის დემოკრატიაში" გადავედით ისე, რომ ვერაფრი გავიგეთ. ყველას, ვინც ამ ტიპის შეკითხვა დამისვა და სერიოზულად, თუ ხუმრობით იმას ნანობს, რომ რეჟიმთან არ იყო შეკრული, თორემ დააწინაურებდნენ, მარტივად ვპასუხობ: ეს ყოვლად აუხსნელი საკადრო პოლიტიკა ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება. უკვე დამკვიდრდდა ტერმინი ნაც-ქოცები", რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ (ხალხისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო) თეთრი და შავი ერთ სახეს იძენს. სახელმწიფომ ადამიანებს თავგანწირვის აზრი დაუკარგა. მომავალში (შესაძლო დიქტატურას, ტირანიას) 100- დან 80-არ დაუპირისპირდება... ეს ცუდი, ძალიან ცუდი მაგალითია სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ეს ნოყიერი ნიადაგია, ახალი ბოროტების აღმოსაცენებლად, რომელიც (ღმერთმა არ ჰქნას, მოვა) და რომელსაც (ღმერთმა არ ჰქნას) ყველა შეეგუება",-წერს ირმა ინაშვილი.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016