ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც რესპუბლიკური პარტიის წევრების მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებზე წერს. ინაშვილის თქმით, აუცილებელია, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საჯარო მოხელეებს შავი პიარისან დაიცავს.
„რესპუბლიკური პარტიის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ეს რესპუბლიკურ პარტიას არ ეხება. სიმართლეს ეხება. ვერც ერთი გავლენიანი, სერიოზული ჟურნალისტი ან არხი, ან გამოცემა ვერ ადასტურებს, რომ თინა ხიდაშელმა უპატივცემულოდ მიმართა გმირი ჯარისკაცების დედებს. ვეძებ მთელი დღეა და ასეთი დადასტურება ვერ ვნახე. მეტიც, გამოდის, რომ ადამიანს ყველა ლაფს ასხამს იმის გამო, რაც არ გაუკეთებია და რაც არ უთქვამს. ზნეობას ნუ დავკარგავთ. სირცხვილია!!! რაც შეეხება ე.წ. საიტებს, რომლებიც სოკოებივით ამოიზარდა, მათ 99%-ს არაფერი აქვს საერთო პატიოსან ჟურნალისტიკასთან. ვფიქრობ, მოსამზადებელია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ე.წ. შავი პიარისგან დაიცავს საჯარო პირებს და ამავდროულად, დაიცავს ჭეშმარიტი მედიის ღირსებას",- წერს ინაშვილი.